არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
”თავისუფალი დემოკრატები” - მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტზე უზრუნველყოს ობიექტური გამოძიების ჩატარება
18:32 13-01-2018
”თავისუფალი დემოკრატები” - მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტზე უზრუნველყოს ობიექტური გამოძიების ჩატარება ”თავისუფალი საქართველო” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „თავისუფალი დემოკრატები“ სოლიდარობას უცხადებენ აფგან მუხთარლის და მოვითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან, რათა თბილისიდან მისი გაუჩინარების ფაქტზე, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება და გამოძიების სარწმუნო შედეგები გააცნოს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას.

”საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, თბილისში, თავისი საცხოვრებელი სახლისაკენ მიმავალი გაუჩინარდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, ადგილობრივ სამართალდამცველთა ხელში აღმოჩნდა.

7 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მოცემულ ფაქტზე ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება, რათა პასუხი გასცემოდა ლოგიკურ შეკითხვებს: როგორ აღმოჩნდა თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ხელში? აფგან მუხთარლიმ საკუთარი ნებით, კონტრაბანდულ ტვირთთან ერთად, უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი თუ ის გაიტაცეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს აზერბაიჯანში და იქ ადგილობრივ სამართალდამცველებს გადასცეს? ასეთ შემთხვევაში - ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული?

მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ თავად საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ გამოძიება აყალბებს მტკიცებულებებს, რათა სიმართლე დაფაროს.

ჟურნალისტის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მუხთარლიმ დაადასტურა, რომ საზღვარზე ის ქართველებმა გადაიყვანეს.
გუშინ, აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში.
რასთან გვაქვს საქმე? რა საშიშროების წინაშე აყენებს საქართველოს იმიჯს და საერთაშორისო ავტორიტეტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოცემული საქმის მიმართ თავისი უდიერი თუ დანაშულებრივი დამოკიდებულებით?

როგორც განაჩენიდან ირკვევა, მუხთარლის მიმართ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სხვა პრეტენზია არ ჰქონია გარდა იმისა, რომ 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარების შემდეგ, მას, კონტრაბანდულ ტვირთთან ერთად, უკანონოდ გადაუკვეთავს აზერბაიჯანის საზღვარი, რა დროსაც წინააღმდეგობა გაუწევია ადგილობრივი სამართალდამცველებისათვის.

აღნიშნულ ბრალდებებში გამამტყუნებელი განაჩენი აფგან მუხთარლის მიმართ ყოველთვის მოკლებული იქნება დასაბუთებას, ვიდრე საქართველოში ჩატარებული გამოძიებით სარწმუნოდ არ დადგინდება თბილისში მისი მოულოდნელი გაუჩინარებისა და შემდეგ აზერბაიჯანში აღმოჩენის გარემოებები.
ასეთი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს.

წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო ლეგიტიმაციას შეიძენს პოზიცია, რომ აფგან მუხთარლი საქართველოში გაიტაცეს და ის გადასცეს აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს; ხოლო მის წინააღმდეგ ჩადენილ ამ დანაშულში საქართველოს ხელისუფლება ან თავად მონაწილეობდა და შეგნებულად აყალბებს გამოძიებას, რათა დანაშულში არ იქნას მხილებული, ან საქართველოს ისეთი უსუსური ხელისუფლება ჰყავს, რომ ასე ადვილად შეიძლება ჩვენი დედაქალაქიდან ადამიანის მოტაცება და საქართველოს საზღვარზე მისი უკანონოდ გადაყვანა, ხოლო ჩვენს ხელისუფლებას ასეთი ფაქტის არათუ პრევენციის და არდაშვების, არამედ მისი ეფექტურად გამოძიების უნარიც კი არ გააჩნია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ზიანდება საქართველოს იმიჯი და საერთაშორისო ავტორიტეტი.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ სერიოზული შეკითხვები უკვე გამოთქვა საერთაშორისო საზოგადოებამ.
სიტუაციას მორალურად კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ჟურნალისტი ჩვენს ქვეყანაში არა უბრალოდ სტუმრად იმყოფებოდა, არამედ ის აქ უსაფრთხო თავშესაფარს ეძებდა და ცხოვრების უფლებას ითხოვდა, ჩვენ კი მას ასე მოვექეცით.

ამგვარად, „თავისუფალი დემოკრატები“ სოლიდარობას ვუცხადებთ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისაგან, რათა თბილისიდან მისი გაუჩინარების ფაქტზე, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება და გამოძიების სარწმუნო შედეგები გააცნოს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, აფგან მუხთარლის მიმართ დანაშულის ჩადენაში და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვაკისრებთ”,- ნათქვამია განცხადებაში.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეკა ბესელია - ვეტოს დაძლევის რესურსი გვაქვს, მაგრამ რადგან არიან განსხვავებული აზრის მქონე კოლეგები, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით
რა თქმა უნდა, უმრავლესობას ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს, მაგრამ რადგან არიან კოლეგები, რომელთაც განსხავავებული მოსაზრებები გააჩნიათ,
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი კიევში პეტრო პოროშენკოს შეხვდება
საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის
ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტი დაიწყო
ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტი დაიწყო. როგორც ”ინტერპრესნიუსს”
ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდომირ გროისმანს შეხვდა.
თამაზ მეჭიაური - თიანეთის ბიუჯეტის პროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მხარი დაუჭირა - უმრავლესობის ზოგიერთ წარმომადგენელში საღმა აზრმა გაიღვიძა
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა და მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
ნინო ლომჯარია "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს მხარს უჭერს
იმედს გამოვთქვამთ, რომ ისეთი კანონის მიღება მოხდება, რომელიც ხელს არ შეუშლის პლურალისტურ მედიაგარემოს,
ირაკლი კობახიძე NDI-ზე - ჩვენ გვირჩევნია საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ
ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები, როგორც არჩვენების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით,
ზაზა ბიბილაშვილი - ომბუდსმენი პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს, მაგრამ პირობა მოგვცა, რომ ყველა საქმეს შეისწავლის
სახალხო დამცველი პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს, მაგრამ პირობა მოგვცა, რომ ყველა საქმეს შეისწავლის და ადეკვატურ სამართლებრივ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში გამართულ არც ერთ შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საუბარი არ ყოფილა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში გამართულ არც ერთ შეხვედრაზე ყოფილი პრეზიდენტის,
გია ვოლსკი - კერძო მაუწყებელთა ინტერესები არ შეილახება, თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის გაშვების შეზღუდული შესაძლებლობა ექნება
არანაირად არ შეილახება კერძო მაუწყებელთა ინტერესები, თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის გაშვების შეზღუდული შესაძლებლობა