არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
”თავისუფალი დემოკრატები” - მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტზე უზრუნველყოს ობიექტური გამოძიების ჩატარება
10:11 14-01-2018
”თავისუფალი დემოკრატები” - მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტზე უზრუნველყოს ობიექტური გამოძიების ჩატარება ”თავისუფალი დემოკრატები” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „თავისუფალი დემოკრატები“ სოლიდარობას უცხადებენ აფგან მუხთარლის და მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან, რათა თბილისიდან მისი გაუჩინარების ფაქტზე, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება და გამოძიების სარწმუნო შედეგები გააცნოს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას.

”საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, თბილისში, თავისი საცხოვრებელი სახლისაკენ მიმავალი გაუჩინარდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, ადგილობრივ სამართალდამცველთა ხელში აღმოჩნდა.

7 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მოცემულ ფაქტზე ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება, რათა პასუხი გასცემოდა ლოგიკურ შეკითხვებს: როგორ აღმოჩნდა თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ხელში? აფგან მუხთარლიმ საკუთარი ნებით, კონტრაბანდულ ტვირთთან ერთად, უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი თუ ის გაიტაცეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს აზერბაიჯანში და იქ ადგილობრივ სამართალდამცველებს გადასცეს? ასეთ შემთხვევაში - ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული?

მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ თავად საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ გამოძიება აყალბებს მტკიცებულებებს, რათა სიმართლე დაფაროს.

ჟურნალისტის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მუხთარლიმ დაადასტურა, რომ საზღვარზე ის ქართველებმა გადაიყვანეს.
გუშინ, აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში.
რასთან გვაქვს საქმე? რა საშიშროების წინაშე აყენებს საქართველოს იმიჯს და საერთაშორისო ავტორიტეტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოცემული საქმის მიმართ თავისი უდიერი თუ დანაშულებრივი დამოკიდებულებით?

როგორც განაჩენიდან ირკვევა, მუხთარლის მიმართ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სხვა პრეტენზია არ ჰქონია გარდა იმისა, რომ 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარების შემდეგ, მას, კონტრაბანდულ ტვირთთან ერთად, უკანონოდ გადაუკვეთავს აზერბაიჯანის საზღვარი, რა დროსაც წინააღმდეგობა გაუწევია ადგილობრივი სამართალდამცველებისათვის.

აღნიშნულ ბრალდებებში გამამტყუნებელი განაჩენი აფგან მუხთარლის მიმართ ყოველთვის მოკლებული იქნება დასაბუთებას, ვიდრე საქართველოში ჩატარებული გამოძიებით სარწმუნოდ არ დადგინდება თბილისში მისი მოულოდნელი გაუჩინარებისა და შემდეგ აზერბაიჯანში აღმოჩენის გარემოებები.
ასეთი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს.

წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო ლეგიტიმაციას შეიძენს პოზიცია, რომ აფგან მუხთარლი საქართველოში გაიტაცეს და ის გადასცეს აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს; ხოლო მის წინააღმდეგ ჩადენილ ამ დანაშულში საქართველოს ხელისუფლება ან თავად მონაწილეობდა და შეგნებულად აყალბებს გამოძიებას, რათა დანაშულში არ იქნას მხილებული, ან საქართველოს ისეთი უსუსური ხელისუფლება ჰყავს, რომ ასე ადვილად შეიძლება ჩვენი დედაქალაქიდან ადამიანის მოტაცება და საქართველოს საზღვარზე მისი უკანონოდ გადაყვანა, ხოლო ჩვენს ხელისუფლებას ასეთი ფაქტის არათუ პრევენციის და არდაშვების, არამედ მისი ეფექტურად გამოძიების უნარიც კი არ გააჩნია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ზიანდება საქართველოს იმიჯი და საერთაშორისო ავტორიტეტი.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ სერიოზული შეკითხვები უკვე გამოთქვა საერთაშორისო საზოგადოებამ.
სიტუაციას მორალურად კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ჟურნალისტი ჩვენს ქვეყანაში არა უბრალოდ სტუმრად იმყოფებოდა, არამედ ის აქ უსაფრთხო თავშესაფარს ეძებდა და ცხოვრების უფლებას ითხოვდა, ჩვენ კი მას ასე მოვექეცით.

ამგვარად, „თავისუფალი დემოკრატები“ სოლიდარობას ვუცხადებთ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისაგან, რათა თბილისიდან მისი გაუჩინარების ფაქტზე, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება და გამოძიების სარწმუნო შედეგები გააცნოს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, აფგან მუხთარლის მიმართ დანაშულის ჩადენაში და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვაკისრებთ”,- ნათქვამია განცხადებაში.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 დავით ბაქრაძე - აშშ დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობისა და თავისუფლების დასაცავად
აშშ დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობის და თავისუფლების დასაცავად, - აღნიშნული
 მიხეილ ჯანელიძე - მთელი მსოფლიოსთვის იყო გზავნილი, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში
ეს იყო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ
 მაიკ პომპეო - აშშ მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს
 მაიკ პომპეო - რუსეთის ძალისმიერი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა ცალსახად არღვევს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ყველა
 მაიკ პომპეო - ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში
ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ
 ვეს მიტჩელმა ხაზი გაუსვა გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც საქართველო რეგიონში სამაგალითოა
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველო
 ირაკლი კოვზანაძე - 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა დაასრულა.
 ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ პუბლიკაციები გამოაქვეყნეს
ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ
 საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის
 გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ის დახმარებით, საქართველო მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად იქცა
ეკონომიკური ტრანსფორმაცია და განათლება კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, - ამის შესახებ