არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
გიორგი მარგველაშვილი - ქართული დროშა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინც ფრიალებს, რადგან არც გიორგი ანწუხელიძის და არც გურამ გაბესკირიას სული არ გატყდა
13:36 14-01-2018
გიორგი მარგველაშვილი - ქართული დროშა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინც ფრიალებს, რადგან არც გიორგი ანწუხელიძის და არც გურამ გაბესკირიას სული არ გატყდა დროშა არ არის აბსტრაქტული სიმბოლო, დროშა არის სიმბოლო, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ქართული დროშა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინც ფრიალებს, რადგან არ გატყდა სული ქართველი ეროვნული გმირების - არც გიორგი ანწუხელიძის და არც გურამ გაბესკირიასი.

”დროშა არ არის აბსტრაქტული სიმბოლო, დროშა არის სიმბოლო, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ურთულეს პირობებშიც კი ჩვენი სული იზეიმებს თავისუფლებას. მაშინაც კი, როდესაც მტრებით გარშემორტყმული სიკვდილს უყურებდნენ თვალებში ჩვენი ეროვნული გმირები, ქართული დროშა არ დაწეულა. ქართული დროშა დღეს იმ ნაწილზე ჩვენი სამშობლოსი, რომელზეც დგას მტრის ჯარი, მაინც ფრიალებს, რადგან არ გატყდა სული არც ანწუხელიძის და არც გაბესკირიასი. მათი გმირობა ისეთივე აღმაფრთოვანებელია დღეს, როგორც ჩვენი წინაპრების გმირობა, რომლებმაც ჩვენი სამშობლო საუკუნეების განმავლობაში დღევანდელ დღემდე მოიყვანა. სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც გმირობა არის მიზანი იმისა, რომ ასე იცხოვრონ თავიანთი სიცოცხლე, მანამდე ქართული დროშა მუდამ იფრიალებს ძალიან ამაყად და მაღლა. გილოცავთ ქართული დროშის დღეს, რომელიც არის საქართველოს თითოეული მოქალაქის დღე და იმ დიდი გამარჯვებების დღის საწინდარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი, როგორც ამ ქვეყნის შვილები, მომავალშიც მივაღწევთ”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს, სახელმწიფო ზეიმობს სიწმინდის, ღირსების, თავმოყვარეობის სიმბოლოს - საქართველოს ეროვნული დროშის დღეს. ”ამ დღეს ჩვენ ავწიეთ დროშა იმ ადგილას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და სათუთია ჩვენთვის, იმ ადგილას, საიდანაც სულ რამდენიმე ხნის წინ მოხდა ისეთი რამ, რაც თავიდან ბოლომდე აღწერს რას ნიშნავს ქვეყნისთვის და ერისთვის დროშა. 2008 წელს თქვენი და ჩვენი თანამებრძოლი სულ რამდენიმე კილომეტრში აწამეს იმისთვის, რომ გაეტეხათ მისი სული, მაგრამ ვერ გატეხეს. ვერ გატეხეს გიორგი ანწუხელიძე, ადამიანი, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა სიძლიერე, თავმოყვარეობა და სამშობლოს სიყვარული. მაშინ, ოკუპანტმა დაიპყრო ტერიტორია, ნაწილი ჩვენი სამშობლოს გულისა, გაავლო ჩვენს სხეულზე ეს იარა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა, რადგან ვერ გატეხა ქართველი ჯარისკაცი. მანამდე, 1993 წელს, სოხუმში, მეორე ეროვნული გმირი გურამ გაბისკირია, ასევე აწამეს იმისთვის, რომ გაეტეხათ მისი სული და ისიც არ გატყდა. მიუხედავად იმისა, რომ მტერმა აიღო ჩვენი სოფლები და ქალაქები, მან ვერ გატეხა ქართველი მებრძოლი. ჩემთვის ეს ორი ამბავი არის სიმბოლო იმისა, თუ რას ნიშნავს დროშა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სახელმწიფო დროშა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, იუნკრებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით აღმართეს. ცერემონიის მონაწილეებსა და იუნკრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეკა ბესელია - ვეტოს დაძლევის რესურსი გვაქვს, მაგრამ რადგან არიან განსხვავებული აზრის მქონე კოლეგები, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით
რა თქმა უნდა, უმრავლესობას ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს, მაგრამ რადგან არიან კოლეგები, რომელთაც განსხავავებული მოსაზრებები გააჩნიათ,
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი კიევში პეტრო პოროშენკოს შეხვდება
საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის
ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტი დაიწყო
ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტი დაიწყო. როგორც ”ინტერპრესნიუსს”
ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდომირ გროისმანს შეხვდა.
თამაზ მეჭიაური - თიანეთის ბიუჯეტის პროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მხარი დაუჭირა - უმრავლესობის ზოგიერთ წარმომადგენელში საღმა აზრმა გაიღვიძა
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა და მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
ნინო ლომჯარია "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს მხარს უჭერს
იმედს გამოვთქვამთ, რომ ისეთი კანონის მიღება მოხდება, რომელიც ხელს არ შეუშლის პლურალისტურ მედიაგარემოს,
ირაკლი კობახიძე NDI-ზე - ჩვენ გვირჩევნია საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ
ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები, როგორც არჩვენების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით,
ზაზა ბიბილაშვილი - ომბუდსმენი პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს, მაგრამ პირობა მოგვცა, რომ ყველა საქმეს შეისწავლის
სახალხო დამცველი პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს, მაგრამ პირობა მოგვცა, რომ ყველა საქმეს შეისწავლის და ადეკვატურ სამართლებრივ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში გამართულ არც ერთ შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საუბარი არ ყოფილა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში გამართულ არც ერთ შეხვედრაზე ყოფილი პრეზიდენტის,
გია ვოლსკი - კერძო მაუწყებელთა ინტერესები არ შეილახება, თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის გაშვების შეზღუდული შესაძლებლობა ექნება
არანაირად არ შეილახება კერძო მაუწყებელთა ინტერესები, თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის გაშვების შეზღუდული შესაძლებლობა