არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ირაკლი კობახიძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ნატოსა და ევროკავშირში აღიმართოს
16:18 14-01-2018
ირაკლი კობახიძე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ნატოსა და ევროკავშირში აღიმართოს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართოს ნატოსა და ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო დროშა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აუცილებლად აღიმართება.

“დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შესასრულებელი გვაქვს რამდენიმე გამორჩეული, მნიშვნელობის მისია. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ოცნება და სურვილი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ახდება. ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიზანია ჩვენი წინაპრების დაწყებული საქმის გაგრძელება და ქართველი ხალხის ისტორიული ნების შესრულება. ეს არის საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ დაუღალავ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართოს ნატოსა და ევროკავშირში. დღევანდელ დღეს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და ქედი მოვიხარო ჩვენი ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც ღირსეულად ატარებენ სახელმწიფო დროშას მთელ მსოფლიოში. მადლობას ვუხდი ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც უკვე მრავალჯერ ასახელეს საქართველო და საერთაშორისო ასპარეზზე მრავალჯერ აღმართეს ქართული დროშა, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მსოფლიოს გააცნო ჩვენი ქვეყანა და მისი უმთავრესი ეროვნული სიმბოლო, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს. გილოცავთ დღევანდელ დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ გაერთიანებულ ყველა ადამიანს. გისურვებთ, რომ მრავალჯერ მოგვეცეს ქართული დროშის ამაყად აფრიალების შესაძლებლობა და პატივი“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტში გამართულ მიღებაზე.







მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 დავით ბაქრაძე - აშშ დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობისა და თავისუფლების დასაცავად
აშშ დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობის და თავისუფლების დასაცავად, - აღნიშნული
 მიხეილ ჯანელიძე - მთელი მსოფლიოსთვის იყო გზავნილი, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში
ეს იყო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ
 მაიკ პომპეო - აშშ მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს
 მაიკ პომპეო - რუსეთის ძალისმიერი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა ცალსახად არღვევს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ყველა
 მაიკ პომპეო - ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში
ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ
 ვეს მიტჩელმა ხაზი გაუსვა გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც საქართველო რეგიონში სამაგალითოა
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა, - ამის შესახებ საქართველო
 ირაკლი კოვზანაძე - 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა დაასრულა.
 ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ პუბლიკაციები გამოაქვეყნეს
ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საქართველოს შესახებ
 საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის
 გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ის დახმარებით, საქართველო მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად იქცა
ეკონომიკური ტრანსფორმაცია და განათლება კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, - ამის შესახებ