არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
გია ვოლსკი - აფგან მუხთარლის საქმეზე მაქვს კითხვები გამოძიებისადმი, კონკრეტული პოლიტიკური შეფასებაც მაინტერესებს
17:30 14-01-2018
გია ვოლსკი - აფგან მუხთარლის საქმეზე მაქვს კითხვები გამოძიებისადმი, კონკრეტული პოლიტიკური შეფასებაც მაინტერესებს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე მაქვს კითხვები გამოძიებისადმი, კონკრეტული პოლიტიკური შეფასებაც მაინტერესებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

“წლების განმავლობაში ჟურნალისტი მუშაობდა საქართველოში, მუშაობდა აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამის თაობაზე არავის გვსმენია. ადამიანი ცენტრიდან გაიტაცეს და არც ერთი მოწმე არ აღმოჩნდა და არც ერთ ჩანაწერში ეს არ ფიგურირებს. გარკვეულ ეჭვებს ბადებს ის ბრალდებები, რომელიც აფგან მუხთარლის მეუღლის მხრიდან გაისმის. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიებაში ჩახედული, კომპეტენტური პირები უახლოეს პერიოდში მეტ განმარტებას მოგვცემენ. რაც შეეხება აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მე არც კომპეტენტური ვარ და არც ჩემი პოზიციიდან მმართებს ამის შეფასება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ვოლსკის აზრით, გამორიცხულია მუხთარლის საქმეზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას“ ეკისრებოდეს. დეპუტატმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუხთარლი საკმაოდ დიდი ხანი, მათ შორის “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მშვიდად ცხოვრობდა საქართველოში. “მის მიმართ არც პრეტენზია ყოფილა და არც მისი სახელი გაგვიგია, როგორც რაღაც პოლიტიკური მოღვაწის“, - დასძინა ვოლსკიმ.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ანდრეი პარუბი - საქართველო გვაფრთხილებდა, რომ შემდეგი შეიძლებოდა უკრაინა ყოფილიყო და ასეც მოხდა
ვიცით, რა საერთო გამოწვევებია ჩვენი ქვეყნების წინაშე - ეს არის რუსეთის აგრესია, - ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარემ, ანდრეი პარუბიმ
ირაკლი კობახიძე - ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია
ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ
დევიდ კრამერი - საქართველო გაჩერებულია ერთ ადგილზე და რთული სათქმელია, საით მიდის
“ფრიდომ ჰაუსის” ყოფილი პრეზიდენტის, დევიდ კრამერის შეფასებით, „საქართველო გაჩერებულია ერთ ადგილზე და რთული სათქმელია, საით მიდის“.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს
ყოველწლიურად ჩინეთი 56 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების იმ სახეობის პროდუქციის იმპორტს ახორციელებს, რომელთაც დღეს
თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებთან საჯარო ბაგა-ბაღების საკითხზე ისაუბრა.
ქართველ ექსპორტიორებს შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ექსპორტზე 1.5 მლნ კვ მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში შეეძლებათ საქონლისა და მომსახურების გატანა
5-10 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენა „China International Import Expo“ გაიმართება, რომელზეც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა მიწვეული.
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ქართველი ექსპორტიორები ჩინურ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ
მთავრობის ადმინისტრაციაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციებს ჩინეთის ბაზარზე
დიმიტრი ქუმსიშვილი - ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ
„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირველმა