არქივი
«« თებერვალი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4641
EUR
1 EUR
3.0782
RUB
100 RUB
4.3669
18-02-2018
გიორგი კვირიკაშვილი - კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიაში ჩვენ გვაქვს 10-15%-იანი გაუმჯობესება ყოველწლიურად
21:38 23-01-2018
გიორგი კვირიკაშვილი - კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიაში ჩვენ გვაქვს 10-15%-იანი გაუმჯობესება ყოველწლიურად მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-9 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით; საერთაშორისო გამჭვირვალობის, Heritage Fundation-ის და სხვათა თანახმად, კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიაში ჩვენ გვაქვს 10-15%-იანი გაუმჯობესება ყოველწლიურად. რა არის ამის მიზეზი? პასუხი პოლიტიკურ ნებაშია, მთელი გუნდის მიზანდასახულობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა უპასუხა მოდერატორის კითხვას - "ბატონო პრემიერ-მინისტრო, ცხადია, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს წარმატებას განვითარების თვალსაზრისით, თუკი არ არის მოგვარებული კორუფციის საკითხი. ბოლო წლებში თავისი ძალისხმევის წყალობით, საქართველო იქცა რეგიონის ვარსკვლავად. ორიოდე სიტყვით თქვენი წარმატების მიზეზების შესახებ. ასევე, რა გაკვეთილი შეიძლება გამოიტანონ ჯერ კიდევ მყარად გამჯდარი კორუფციის მქონე ქვეყნებმა საქართველოს მაგალითზე?!".
პრემიერის შეფასებით, კორუფცია ვერ განიხილება ცალკე მდგარ გამოწვევად სხვა გამოწვევათა რიგში. "აქ საუბარია რეფორმების სრულ კომპლექსზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. ვგულისხმობ ეკონომიკის ღიაობას, სავაჭრო ბარიერების გაუქმებას (არა მხოლოდ სატარიფო, არამედ არასატარიფო ბარიერებს), საზღვრის გადაკვეთის პროცედურების მუდმივ გაუმჯობესებას და საფუძვლიან შიდა რეფორმებს. შარშან საქართველო გახდა "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე ქვეყანა. თავმჯდომარეობა ჩვენ საფრანგეთისგან გადავიბარეთ. ჩვენ ვახორციელებთ საფუძვლიან რეფორმებს. ჩამოვაყალიბეთ ინვესტორთა საბჭო, რომელშიც შედიან ბიზნესსაზოგადოების ძირითადი წარმომადგენლები, ბიზნესასოციაციების ლიდერები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და რამდენიმე მინისტრი. ჩვენ ვმართავთ კვარტალურ სხდომებს, რათა განვიხილოთ ყველა მომავალი ცვლილება რეგულაციებსა და კანონმდებლობაში, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე ნეგატიური მოულოდნელობა ბიზნესსაზოგადოებაში. ყველაფერი გამჭვირვალეა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ასევე მთავრობა ახორციელებს ერთიანი ფრონტ ოფისის პროექტს - ბიზნესსახლი, რომელიც მოიცავს როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ სივრცეს.
"სახელისუფლებლო უწყებებს ჩამოვაშორებთ არსებულ ფრონტ ოფისებს, რათა თავი მოვუყაროთ მათ ერთ კონკრეტულ სივრცეში, საქართველოს დედაქალაქში და რეგიონულ ცენტრებში. ამის პარალელურად, ჩვენ ვქმნით ერთიან ციფრულ ფრონტ ოფისს, რომელიც მომსახურებას გაუწევს არა მხოლოდ კერძო პირებს, რაც უკვე ფუნქციონირებს საქართველოში, არამედ - იურიდიულ პირებსაც. ყოველივე ეს გულისხმობს გამჭვირვალობის დონის შემდგომ ზრდას, კორუფციის ალბათობის შემდგომ შემცირებას, რადგანაც ყველა სახის მომსახურება თავმოყრილი იქნება ერთ ფიზიკურ და ციფრულ სივრცეში. რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას - 2017 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია თითქმის 5%-ს - 4.9%-ით, წინასაწარი მონაცემებით. ჩვენი ტურიზმი გაიზარდა 28%-ით. ჩვენი ექსპორტი გაიზარდა 29%-ით, ხოლო ჩვენი მიმდინარე დეფიციტი შემცირდა 12%-დან 7%-მდე. ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა 4.9%-დან 3%-მდე. ასე რომ, ყველა მონაცემის თანახმად, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მაკროეკონომიკური გარემო", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ასახულია საერთაშორისო რეიტინგებშიც.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მაკროეკონომიკური გარემოს კატეგორიაში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 89 ადგილით და ქვეყანამ 137-ე ადგილიდან გადაინაცვლა 48-ე ადგილზე; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ბაზარზე დომინანტის მოცულობის კატეგორიაში, 2012 წელთან შედარებით, დაფიქსირდა გაუმჯობესება 45 ადგილით და ქვეყანამ 112-ე ადგილიდან 67-ეზე გადაინაცვლა.
"ჩვენ ვართ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდუსტრიის დემონოპოლიზაცია.კერძო საკუთრების დაცვის კატეგორიაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსთვის, 2012 წელს, სულ რაღაც ხუთი წლის წინ, ჩვენ ვიყავით 120-ე ადგილზე. დღეს კი საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 74 ადგილით, ანუ ვართ 46-ე ადგილზე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის თანახმად. საერთაშორისო პროექტები, ქვეყნის ადგილმდებარეობა წარმოადგენს ძირითად ასპექტს, მაგრამ, ამავე დროს, დამატებით ღირებულებასაც, რომელიც არსებითია იმისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო წერტილი. ჩვენ განვიხილავთ ამ დინამიზმს არა მხოლოდ თანამიმდევრულობის, არამედ რეფორმების განხორციელების სისწრაფის კუთხითაც, როგორც ქვეყნის წარმატების მნიშვნელოვან წინაპირობას.ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტმა შეცვალა ქვეყნის სატრანსპორტო რუკა. ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ცენტრალური აზიის ქვეყნების, მაგალითად, ყაზახეთის, ასევე აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ევროპის ჩართულობა - მატარებელს, რომელიც გამოვიდა ჩინეთიდან, დასჭირდა მხოლოდ 9 დღე, რათა ჩამოსულიყო საქართველოში. ეს არის დიდი მიღწევა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნისთვის, არამედ ამ პროექტში ჩართული ყველა ქვეყნისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დაგროვებითი საპენსიო სისტემის საკანონმდებლო პაკეტს ხვალ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს
ხვალ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების თაობაზე ინიცირებულ საკანონმდებლო
მიხეილ ჯანელიძეს ხვალ კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციისა კომიტეტების
საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას შეაჯამებს
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური
პირველად მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოსადმი მიძღვნილი თემატური პანელი „ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა" გაიმართა
პირველად მიუნხენის კონფერენციის თანაორგანიზებით, 54-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, თემატური
მიხეილ ჯანელიძე - ვიმუშავებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრა 2019 წელს საქართველოში გაიმართოს
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს აქტიურ და მჭიდრო
მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგას დღეს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მიუსამძიმრა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ირანის
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ
19-23 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და ამავე კომიტეტის წევრი
ლევან იზორია - ჩვენი თანამშრომლობა როგორც ნატო-ს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი
ჩვენი თანამშრომლობა როგორც ნატო-ს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი, რაც ჩვენი ქვეყნის
მიხეილ ჯანელიძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ინე ერიქსენ სორეიდეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ინე ერიქსენ სორეიდეს შეხვდა.
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს
ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, - ამის შესახებ