არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
გია ხუხაშვილი - სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია ჩვენი დიპლომატიური შეურაცხყოფაა - უკრაინამ მტერიც კი არ გადმოგვცა, რაც ნიშნავს, რომ ქართული სიმართლის არ სჯერა
11:56 13-02-2018
გია ხუხაშვილი - სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია ჩვენი დიპლომატიური შეურაცხყოფაა - უკრაინამ მტერიც კი არ გადმოგვცა, რაც ნიშნავს, რომ ქართული სიმართლის არ სჯერა უკრაინიდან სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია საქართველოს ხელისუფლებისთვის დიპლომატიური შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, უკრაინამ მისი მტერიც კი არ გადმოსცა საქართველოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული სამართლის არ სჯერა.

„საქართველოს ხელისუფლებისთვის სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია არ იყო კომფორტული. მე არ ველოდებოდი, რომ რევოლუციური პროცესები დაიწყებოდა, მაგრამ ეს იქნებოდა მუდმივი თავის ტკივილის ფაქტორი სააკაშვილის საქართველოში ყოფნა. მაგრამ თუ ხელისუფლება გულწრფელია, როდესაც საუბრობს, რომ საექსტრადიციო პროცედურა უკრაინაში დაწყებული ჰქონდა და ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება მოიქცა ისე, როგორც მოიქცა, ეს ნიშნავს ქვეყნის დიპლომატიურ შეურაცხყოფას. ფაქტობრივად უკრაინა გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ჩვენი მტერი, მაგრამ თქვენი მოთხოვნა იმდენად არადამაჯერებელია და თეთრი ძაფით არის შეკერილი, რომ ჩემი მტერიც კი არ მემეტება საექსტრადიციოდ, ამიტომ მოახდინა მისი დეპორტაცია. ეს ძალიან მძიმე მომენტია ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამის ახსნა-განმარტება, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდებათ, რატომ მოხდა ეს და რა ტიპის სპეციფიკა ახასიათებს საქართველო უკრაინის ურთიერთობებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის მომავალს, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა მასთან მიმართებაში.

„შეცდომების მთელი კასკადია უკვე დაშვებული, დაწყებული მოქალაქეობის ჩამორთმევიდან, შემდეგ მისი დაჭერის მცდელობა, რომელიც ფიასკოთი დასრულდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გამოშვება, რამაც ხელი შეუწყო მისი, როგორც პოლიტიკოსის რეანიმირებას. ისტორიას რომ გადავხედოთ, ყველაფერი მუშაობს სააკაშვილის რეანიმირებაზე. ჩვენ რაც არ უნდა ვიქირქილოთ, რომ ის ოდიოზურია, ექსცენტრულად იქცევა და ეს არის საქართველოს სირცხვილი, მოცემულობა სამწუხაროდ, სულ სხვანაირია. ეს ადამიანი ახერხებს, რომ მუდმივად იყოს ნიუსმეიქერი. არა მხოლოდ საქართველოში და უკრაინაში, არამედ, ნიუსმეიქერი საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც აქტუალურობას არ კარგავს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, ექსპერტი ამბობს, რომ შესაძლოა სააკაშვილი პოლონეთის უკრაინის შიდა პროცესებში ჩართვისთვის გამოიყენონ.

„უკრაინა პოლონეთის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია. მიუხედავად ფორმალური შეთანხმებისა, რეადმისიასთან დაკავშირებით, სააკაშვილის მიღებასთან დაკავშირებით, მე არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი ძალიან კარგად გამოიყენონ კიდევ ერთხელ. სააკაშვილს ახლა აწყობდა გარკვეული პაუზა. რადგან დღეს არ იყო რევოლუციური მუხტი, თუმცა უკრაინაში ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებას პერმანენტული კრიზისის პირობებში უწევს ცხოვრება. მისი ლეგიტიმურობა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ამიტომ სააკაშვილისთვის პაუზა აუცილებელი იყო მისთვის ახალი მანევრების ჩასატარებლად. შესაბამისად, კრიზისის პიკზე, რომელიც უკრაინაში გარდაუვალია, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ფილმი „საზღვრის გადაკვეთის“ მეორე სერია. ეს უკვე იქნება პოლონეთის ჩართვა ამ შიდა უკრაინულ პოლიტიკურ თამაშში.

სააკაშვილი დაბრუნდება უკრაინის ტერიტორიაზე არა დღეს და ხვალ, არამედ, მაშინ, როდესაც ქუჩის პოლიტიკურ ოპოზიციას უკრაინაში დასჭირდება ქუჩის ლიდერი, რაშიც სააკაშვილს ალტერნატივა ამ პოლიტიკურ ბაზარზე არ ჰყავს. უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ დაკარგოს აქტუალობა და საჭირო მომენტში ის ხელისუფლების მოსაშორებლად გამოიყენონ. თითქოს პოროშენკო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, მოჭრას ის ტოტი, რომელზეც ერთი შეხედვით ზის. მყარად არა, მაგრამ მაინც ზის. ასე რომ, ყველაფერი ეს არის შეცდომების კასკადი, რომელიც სააკაშვილის არა პოლიტიკური თამაშიდან გაყვანას უწყობს ხელს, არამედ მის შენარჩუნებას ამ თამაშში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების როლს ამ ყველაფერში, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ აქ აქტიური როლი საქართველოს არ აქვს.

„ხელისუფლება ერთგვარად გაორებული იყო. ერთი მხრივ, მათ ფორმალური ვალდებულება ჰქონდათ და უნდოდათ კიდეც სააკაშვილის დასჯა, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ეშინოდათ მისი საქართველოში ექსტრადიციის პოლიტიკური თავის ტკივილის გამო. ისინი კიდევ უფრო დიდი შიშით უყურებდნენ ამ ყველაფერს. სუსტი ხელისუფლებისთვის შიშს კიდევ უფრო დიდი თვალები აქვს. მაგრამ შედეგი გახლავთ ის, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა დიპლომატიური შეურაცხყოფის გამო, რაც უკრაინამ დღეს ჩვენ მოგვაყენა. უკრაინამ გვითხრა, რომ მტერსაც კი არ მოგცემთ, რადგან არ გვჯერა თქვენი სამართლის. ახლა შესაძლოა დაიწყონ კიდევ შიდა ბაზრისთვის მოლაპარაკებები პოლონეთთან სააკაშვილის გადმოცემის თაობაზე, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ „დააბოლონ“ ქართველი ხალხი. რეალურად ყველას ესმის, რომ ევროკავშირიდან სააკაშვილის ექსტრადიცია საქართველოში აბსოლუტურად წარმოუდგენელია. თუ უკრაინიდან შესაძლებელი იყო მისი ექსტრადიცია, ევროკავშირიდან ეს აბსოლუტურად არარეალურია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტში დღეს პროექტ „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება
საქართველოს პარლამენტში დღეს პროექტის - „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება.
 არჩილ თალაკვაძე- ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს
რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ
„გირჩის“ ახალი თავმჯდომარე - მოდით, გავერთოთ დღევანდელ დღეს, "გირჩის" გეგმები რაც იქნება, ერად შევიმუშავებთ სხვა დროს, როდესაც ამის განწყობაზე ვიქნებით
"გირჩის" თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს. კენჭისყრა და "გირჩის" ყრილობა გუშინ არაფორმალურ გარემოში ჩატარდა. წარდგენილ კანდიდატებს შეკრებილები
 ირაკლი კობახიძე - ახალ სახეებზე გუნდში მსჯელობა გრძელდება
ახალ სახეებზე გუნდში გრძელდება მსჯელობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასა და სამთავრობო
„გირჩის“ ყრილობა მწვადის შეწვისა და მუსიკის ფონზე ჩატარდა
თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც ყრილობა არაფორმალურ
ირაკლი კობახიძე - ინიციატივაზე, რომლითაც დისციპლინური დევნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს, მსჯელობა არ ყოფილა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილის ინიციატივაზე, რომლითაც დისციპლინური დევნა
ირაკლი კობახიძე მარათონს “თბილისი“ შეუერთდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 24 ივნისს მარათონს - “თბილისი“ შეუერთდება.
გია გაჩეჩილაძე - ეკონომიკური ზრდის პირობებში გამოთავისუფლებული თანხები ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება
ეკონომიკური ზრდის პირობებში გამოთავისუფლებული თანხები ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის