არქივი
«« თებერვალი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4641
EUR
1 EUR
3.0782
RUB
100 RUB
4.3669
18-02-2018
დარიუშ როზატი - საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არ არის
12:20 13-02-2018
დარიუშ როზატი - საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არ არის ევროპარლამენტის წევრის, დარიუშ როზატის შეფასებით, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არ არის.

ამის შესახებ პოლონელმა დეპუტატმა ჟურნალისტებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირების შეთანხმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. აღნიშნული პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საკითხებს განიხილავს.

დარიუშ როზატის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი ყურადღება გამახვილდა იმ პროგრესზე, რომელიც ამ სამ ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაციის კუთხით.

„სამივე ქვეყნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ვაჭრობა გაიზარდა. ამასთან, უკრაინის შემთხვევაში ძალიან ხელშესახებად. ასევე, ვისაუბრეთ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესზე. რაც შეეხება პრობლემებს, საკმარისია. პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოების გამოწვევები სამივე ამ ქვეყანაში, რაც რუსეთის ფედერაციის ქმედებებიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, არის სხვა გამოწვევებიც, რომლებიც საშინაო პოლიტიკას უკავშირდება. რეფორმების განხორციელების კუთხით პროგრესი დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ჩვენი შეშფოთება უკავშირდება მართლმსაჯულების სისტემას. ვფიქრობთ, რომ სასამართლოს სისტემები არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან. ასევე, წუხილის საფუძველი გვაქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ხარისხთან დაკავშირებით“, - განაცხადა როზატიმ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დაგროვებითი საპენსიო სისტემის საკანონმდებლო პაკეტს ხვალ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს
ხვალ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების თაობაზე ინიცირებულ საკანონმდებლო
მიხეილ ჯანელიძეს ხვალ კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციისა კომიტეტების
საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას შეაჯამებს
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური
პირველად მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოსადმი მიძღვნილი თემატური პანელი „ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა" გაიმართა
პირველად მიუნხენის კონფერენციის თანაორგანიზებით, 54-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, თემატური
მიხეილ ჯანელიძე - ვიმუშავებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრა 2019 წელს საქართველოში გაიმართოს
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს აქტიურ და მჭიდრო
მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგას დღეს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მიუსამძიმრა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ირანის
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ
19-23 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და ამავე კომიტეტის წევრი
ლევან იზორია - ჩვენი თანამშრომლობა როგორც ნატო-ს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი
ჩვენი თანამშრომლობა როგორც ნატო-ს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი, რაც ჩვენი ქვეყნის
მიხეილ ჯანელიძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ინე ერიქსენ სორეიდეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ინე ერიქსენ სორეიდეს შეხვდა.
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს
ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, - ამის შესახებ