არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
მიხეილ ჯანელიძემ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
16:31 13-02-2018
მიხეილ ჯანელიძემ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში, რომელიც ქუვეითში გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მინისტერიალის სამუშაო სესიაზე სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა კოალიციას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში მნიშვნელოვანი წარმატება და დაადასტურა საქართველოს, როგორც კოალიციის წვერი სახელმწიფოს შემდგომი ძალისხმევა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მინისტრი მიესალმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცებას და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი კოორდინირებული და ერთიანი ქმედებების მნიშვნელობას ტერორიზმის საბოლოოდ დასამარცხებლად.

მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე საქართველოს ტერიტორიაზე სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით და აღნიშნა თუ რაოდენ დიდი ყურადღება ექცევა მთავრობის მხრიდან რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის პრევენციას.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მხრიდან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ მოწყვლად რეგიონებში ცალკეული პროექტების ეფექტურ იმპლემენტაციაზე, რაც უზრუნველყოფს ამ ადამიანების აქტიურ ინტეგრაციას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური ინტეგრაცია, განათლების შესაძლებლობების გახსნა და ინკლუზიური საზოგადოება, ტერორიზმისა და რადიკალიზმის დამარცხების უმთავრესი წინაპირობაა.

გლობალური კოალიციის მინისტერიალი ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მინისტერიალზე ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღდეგ გლობალური კოალიციის მიერ გატარებული ქმედებები და სამომავლო გეგმები. მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კოალიციაში ჩართული სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 26-28 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
 პარლამენტმა, შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს
პარლამენტმა შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
 ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება
25-27 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სხდომა გაიმართება.
 საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტში დღეს პროექტ „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება
საქართველოს პარლამენტში დღეს პროექტის - „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება.
 არჩილ თალაკვაძე- ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს
რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ
„გირჩის“ ახალი თავმჯდომარე - მოდით, გავერთოთ დღევანდელ დღეს, "გირჩის" გეგმები რაც იქნება, ერად შევიმუშავებთ სხვა დროს, როდესაც ამის განწყობაზე ვიქნებით
"გირჩის" თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს. კენჭისყრა და "გირჩის" ყრილობა გუშინ არაფორმალურ გარემოში ჩატარდა. წარდგენილ კანდიდატებს შეკრებილები
 ირაკლი კობახიძე - ახალ სახეებზე გუნდში მსჯელობა გრძელდება
ახალ სახეებზე გუნდში გრძელდება მსჯელობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასა და სამთავრობო
„გირჩის“ ყრილობა მწვადის შეწვისა და მუსიკის ფონზე ჩატარდა
თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც ყრილობა არაფორმალურ