არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
სოსო ბარათაშვილი - შევეცდებით სასამართლოს დავუმტკიცოთ, რომ დაუშვებელია მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება
21:54 13-02-2018
სოსო ბარათაშვილი - შევეცდებით სასამართლოს დავუმტკიცოთ, რომ დაუშვებელია მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება შევეცდებით 19 თებერვალს სასამართლოს დავუმტკიცოთ, რომ დაუშვებელია მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო სხდომაზე დაცვის მხარე წარადგენს ვრცელ პოზიციას მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

”19 თებერვალს ჩვენ წარვადგენთ ჩვენს პოზიციას ვრცლად, მთელ რიგ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. შევეცდებით სასამართლოს დავუმტკიცოთ, რომ დაუშვებელია მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება”, - აღნიშნა ბარათაშვილმა.

ადვოკატმა ასევე განმარტა ის პროცედურები, რომელსაც დაცვის მხარემ შესაძლოა მიმართოს თუ სასამართლო დააკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას თურქეთში ექსტრადირების თაობაზე.

”თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ პროკურატურის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ექსტრადირების თაობაზე, შემდეგ შესაძლებელია 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში. თუ უზენაესი სასამართლოც მიიჩნევს, რომ ექსტრადირება შესაძლებელია, იუსტიციის მინისტრს აქვს საშუალება ამის შემდეგ ხელი მოაწეროს განკურგელებას ექსტრადიციის თაობაზე ან უარი თქვას ექსტრადირებაზე. არჩევანი მაინც არის საბოლოო ჯამში იუსტიციის მინისტრზე. ამის საპირისპიროდ, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების პარალელურად, ჩვენ გვაქვს საშუალება მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ექსტრადიციის შეჩერების თაობაზე, რასაც ევროპული სასამართლო იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 48 საათის განმავლობაში. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა შესრულდეს. მეორე გამოსავალი არის ის, რომ 24 თებერვალს უნდა გათავისუფლდეს მუსტაფა ემრე ჩაბუქი და შესაძლებელია მივმართოთ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, რომ გამოძებნოს ქვეყანა, რომელიც დათანხმდება, მიანიჭოს მას ლტოლვილის სტატუსი. ასევე, არსებობს გზა, რომ პრეზიდენტმა მიანიჭოს მას მოქალაქეობა, თუმცა მგონია ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იქნება ამ შემთხვევაში”, - განაცხადა ბარათაშვილმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტში დღეს პროექტ „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება
საქართველოს პარლამენტში დღეს პროექტის - „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება.
 არჩილ თალაკვაძე- ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს
რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ
„გირჩის“ ახალი თავმჯდომარე - მოდით, გავერთოთ დღევანდელ დღეს, "გირჩის" გეგმები რაც იქნება, ერად შევიმუშავებთ სხვა დროს, როდესაც ამის განწყობაზე ვიქნებით
"გირჩის" თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს. კენჭისყრა და "გირჩის" ყრილობა გუშინ არაფორმალურ გარემოში ჩატარდა. წარდგენილ კანდიდატებს შეკრებილები
 ირაკლი კობახიძე - ახალ სახეებზე გუნდში მსჯელობა გრძელდება
ახალ სახეებზე გუნდში გრძელდება მსჯელობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასა და სამთავრობო
„გირჩის“ ყრილობა მწვადის შეწვისა და მუსიკის ფონზე ჩატარდა
თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც ყრილობა არაფორმალურ
ირაკლი კობახიძე - ინიციატივაზე, რომლითაც დისციპლინური დევნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს, მსჯელობა არ ყოფილა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილის ინიციატივაზე, რომლითაც დისციპლინური დევნა
ირაკლი კობახიძე მარათონს “თბილისი“ შეუერთდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 24 ივნისს მარათონს - “თბილისი“ შეუერთდება.
გია გაჩეჩილაძე - ეკონომიკური ზრდის პირობებში გამოთავისუფლებული თანხები ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება
ეკონომიკური ზრდის პირობებში გამოთავისუფლებული თანხები ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის