არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
საქართველოსა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე ისაუბრეს
22:31 13-02-2018
საქართველოსა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ადელ ალ ჯუბეირთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა ქუვეითში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებული თანამშრომლობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნებს შორის დინამიურად ვითარდება ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, რასაც ასევე ადასტურებს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა. განსაკურებით მზარდია სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობები, საუდელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოს მიმართ.

მხარეებმა
კმაყოფილებით აღინიშნეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რაც გამოიხატება საუდელი ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საუდელ კოლეგას გააცნო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ქვეყნის სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობები, ასევე ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა.

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, მინისტრები მიესალმნენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წარმატებას და აღნიშნეს სტაბილურობის შემდგომი უზრუნველყოფის პროცესში საეთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საუდელი კოლეგა საქართველოსი მოიწვია. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან გამოიხატა საქართველოში სტუმრობით დაინტერესება.



InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტში დღეს პროექტ „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება
საქართველოს პარლამენტში დღეს პროექტის - „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართება.
 არჩილ თალაკვაძე- ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს
რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ
„გირჩის“ ახალი თავმჯდომარე - მოდით, გავერთოთ დღევანდელ დღეს, "გირჩის" გეგმები რაც იქნება, ერად შევიმუშავებთ სხვა დროს, როდესაც ამის განწყობაზე ვიქნებით
"გირჩის" თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს. კენჭისყრა და "გირჩის" ყრილობა გუშინ არაფორმალურ გარემოში ჩატარდა. წარდგენილ კანდიდატებს შეკრებილები
 ირაკლი კობახიძე - ახალ სახეებზე გუნდში მსჯელობა გრძელდება
ახალ სახეებზე გუნდში გრძელდება მსჯელობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასა და სამთავრობო
„გირჩის“ ყრილობა მწვადის შეწვისა და მუსიკის ფონზე ჩატარდა
თან მწვადს ვწვავთ, თან ყრილობა გვაქვს, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც ყრილობა არაფორმალურ
ირაკლი კობახიძე - ინიციატივაზე, რომლითაც დისციპლინური დევნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს, მსჯელობა არ ყოფილა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილის ინიციატივაზე, რომლითაც დისციპლინური დევნა
ირაკლი კობახიძე მარათონს “თბილისი“ შეუერთდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 24 ივნისს მარათონს - “თბილისი“ შეუერთდება.
გია გაჩეჩილაძე - ეკონომიკური ზრდის პირობებში გამოთავისუფლებული თანხები ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება
ეკონომიკური ზრდის პირობებში გამოთავისუფლებული თანხები ღარიბი ოჯახების ბავშვების დაფინანსებას მოხმარდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის