არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4579
EUR
1 EUR
2.8357
RUB
100 RUB
3.8519
22-06-2018
გიორგი მარგველაშვილი - არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან
23:14 14-02-2018
გიორგი მარგველაშვილი - არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ მიიჩნევდა, ისინი შესაწყალებლები არიან, პოლიტიკური შემადგენლით ამ საკითხს არ მიუდგებოდა.
„2013 წელს დავამთავრე დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მართლა დავამთავრე 2013 წელს, რადგან მე გავხდი საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი, ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მსახური. საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთ სამსახურში - ემსახურება ქართველ ხალხს. ბუნებრივია, მე შეწყალების პროცესში არანაირად არ ვითვალისწინებ პოლიტიკურ შემადგენელს. ამაზეც ხომ ერთი ამბავი იყო ატეხილი. კაკო ბობოხიძის ძმა რომ არ დავტოვე ციხეში, საქმეზე, რომელიც ადეიშვილმა შეუკერა. რა სინდისით უნდა დამეტოვებინა პოლიტიკოსის ძმა ციხეში, იმიტომ, რომ მისი ძმა „ნაციონალია“? ეს ხომ იქნებოდა ამაზრზენი, ხომ იქნებოდა იმ ბიოგრაფიის შეურაცხყოფა, როდესაც მე ვამბობდი, რომ „ნაციონალები“ არასწორად იქცევიან პოლიტიკურად რომ დევნიან?! ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა, იმ ადამიანების, რომლებიც კომუნისტების დროს არ იყვნენ კარგ მდგომარეობაში.

არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან. მე თქვენთან ვერ გავივლი დეტალებს, რატომ კი და რატომ - არა. მაგრამ რომ მიმაჩნდეს, რომ შესაწყალებელია, პოლიტიკური შემადგენლით ამ საკითხს არ მივუდგებოდი. ისევე, როგორც არ მივუდექი კაკო ბობოხიძის ძმას პოლიტიკური შემადგენლით. საერთოდ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი რომ ციხეში ზის, რომელ პარტიაში ირიცხება?!“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


"არ მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი შესაწყალებლები არიან" - გიორგი მარგველაშვილი
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გია ვოლსკი - სამინისტროების ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან
სამინისტროების ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც ალბათ უნდა გაითვალისწინოს იმ ხალხმა, რომელიც დღეს მუშაობს და ისევ
გია ვოლსკი - არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორ გაგებას ნიშნავს
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორ გაგებას ნიშნავს, - ამის შესახებ საპარლამენტო
აკაკი ზოიძე - ბიუროს წევრებისა და პრემიერის შეხვედრაზე მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა
პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წევრების და პრემიერის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა, თუ რომელ სამინისტროს რომელი პირი
ეკა ბესელია - საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პროკურატურა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი
ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პროკურატურა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი - ამ ვადამდე
ეკა ბესელია - „ქართული ოცნების" გუნდში კონცეპტუალურ საკითხებზე არის პოზიციების თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება
„ქართული ოცნების" გუნდში კონცეპტუალურ საკითხებზე არის ძალიან კარგი პოზიცია და თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება, - ამის შესახებ
თამარ ჩუგოშვილი - დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რა ფორმას მიიღებს მთავრობა და არა სახელებსა და გვარებზე
დისკუსიის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადება, ზუსტად რომელი სამინისტროების გაერთიანებაზეა საუბარი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა, ბაურჟან მუხამედჯანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს
ქეთევან ციხელაშვილი - არარსებული საზღვრის ე.წ. დემარკაციაზე საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია
არარსებული საზღვრის ე.წ. დემარკაციაზე საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია,
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში
ესტონეთში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას კადრიორგის სასახლეში შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ესტონეთის პრემიერ - მინისტრ იური რატასს შეხვდნენ.