არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4478
EUR
1 EUR
2.8458
RUB
100 RUB
3.9292
16-07-2018
დავით ზალკანიანი - ფუჭია მცდელობა, თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართონ
22:49 20-02-2018
დავით ზალკანიანი - ფუჭია მცდელობა, თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართონ ფუჭია მცდელობა, მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკანიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად, შესაბამისად, მცირეა შანსი იმის, რომ საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყანაში თავშესაფარი მიიღოს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოუწოდებს მოქალაქეებს, კარგად დაფიქრდნენ იმ სიკეთეზე, რაც ქვეყანას აქვს და იმ ზიანზე, რომელიც მათმა ქმედებამ შეიძლება მიაყენოს საზოგადოებას.

„ფუჭია მცდელობა, მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფარის მოთხოვნით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული. იგივე ისლანდიაში ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რომ ისლანდიას საქართველო უსაფრთხო ქვერყნების სიაში შეეყვანა და ამის შემდეგ იქ იკლო თავშესაფრის მაძიებელათა რაოდენობამ. აქტიურად ვმოქმედებთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთანაც. მინდა მივმართო იმ მოქლაქეებსმ, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ გერმანიაში წასვლა, მათი სურვილი და მცდელობა, რომ იპოვონ თავშესაფარი, ფუჭია, რადგან საქართველო გერმანიაშიც უსაფრთხო ქვეყნად განიხილება. ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რასაც თავისუფალი გადაადგილება ჰქვია. ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვენი ევროინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი”, - განაცხადა დავით ზალკანიანმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მიხეილ ბატიაშვილი თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თბილისის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებსა და
 იტალიასა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში გაცვლითი პროგრამა დაინერგება
საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
 ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და რეფორმების კუთხით არსებული გამოცდილების
 ქეთევან ციხელაშვილი არჩილ თალაკვაძის ინიციატივაზე - მადლობა იმ სულისკვეთებისთვის, რაც აუცილებელია ნდობის მშენებლობისა და შერიგებისთვის
თითოეული ასეთი ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგან ეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და შერიგებისკენაა მიმართული, - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო
 სერჯო მატარელა - იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს
იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს,- ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს
 გიორგი მარგველაშვილი - იტალიამ მთელი მსოფლიოს გასაგონად, ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსის ტრიბუნიდან საქართველოში რუსული ოკუპაციის მიუღებლობა დააფიქსირა
დღეს მე შესაძლებლობა მომეცა, კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა იმ ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც იტალიამ საქართველოსთან მიმართებით ნატოს
 გიორგი მარგველაშვილმა და იტალიის პრეზიდენტმა სექტორული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა, სერჯო მატარელას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვედრა გამართეს.
 საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს
საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტი იტალიელ კოლეგასთან საუბრისას დღეს ტყიბულში
 მიხეილ ბატიაშვილი - ხელი ეწერება მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და იტალიას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში მნიშვნელოვან თანამშრომლობას
დღეს ხელი ეწერება მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და იტალიას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში მნიშვნელოვან თანამშრომლობას გულისხმობს, - ამის შესახებ
მამუკა ბახტაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მუჰამედკალი აბილგაზიევს შეხვდა, რომელიც საქართველოს OGP-ის