არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
ზურაბ ჭიაბერაშვილი - თუ მმართველი გუნდი არ გაიზიარებს ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნის ინიციატივას, არაფრისმთქმელ რეზოლუციას მივიღებთ
11:27 09-03-2018
ზურაბ ჭიაბერაშვილი - თუ მმართველი გუნდი არ გაიზიარებს ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნის ინიციატივას, არაფრისმთქმელ რეზოლუციას მივიღებთ თუკი მმართველი გუნდი უარს იტყვის ”ევროპული საქართველოს” მიერ შეთავაზებულ ინსტრუმენტზე და არ გაიზიარებს ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნის ინიციატივას, ჩვენ არაფრისმთქმელ რეზოლუციას მივიღებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ევროპული საქართველოს” ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის თავხედური ქმედებები უფრო და უფრო იზრდება და ეს იმიტომ ხდება, რომ მათ თავხედობა არაფრის ფასად არ უჯდებათ.

ჭიაბერაშვილის აზრით, თუკი ხელისუფლების მიზანია გადადგას სერიოზული ნაბიჯი პრევენციის მიმართულებით, მან ”ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის” შექმნის წინადადება უნდა გაიზიაროს და პარლამენტის რეზოლუციაში ასახოს.

„ევროპული საქართველო” ხელისუფლებას ძალიან კონკრეტული ინსტრუმენტის შექმნას სთავაზობს, რომელიც რუსეთს ფასად დაუსვამს იმგვარ თავხედობას, რასაც ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ პირდაპირ საოკუპაციო ხაზზე დახვრეტილი გიგა ოთხოზორია და ვხედავთ, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ხდება. ამიტომ, აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს მკაფიო პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს სერიოზულ პოლიტიკურ ფასს დაუსვამს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციების განახლება დღეიდან იგეგმება. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობა კონსულტაციას საგარეო უწყებასთან აპირებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრს, გასტონ ალფონსო ბრაუნს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება.
ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში მომხდარი ფაქტის გამოძიებაზე
ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს
საქართველო 17-18 ივლისს საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს.
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს,
10 ოპოზიციური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს. აღნიშნულმა პარტიებმა გუშინ ახალი გაერთიანება "ძალა ერთობაშია" შექმნეს.
გიორგი მარგველაშვილმა და იტალიის პრეზიდენტმა სექტორული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა, სერჯო მატარელას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვედრა გამართეს.
სერჯო მატარელა - იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს
იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს,- ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს