არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
ქეთევან ციხელაშვილი - რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება, რომ რეალური სასურველით იცვლება - არსად ყოფილა საუბარი პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან"
12:10 13-03-2018
ქეთევან ციხელაშვილი - რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება, რომ რეალური სასურველით იცვლება - არსად  ყოფილა საუბარი პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება, რომ რეალური, სასურველით იცვლება, არსად არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საუბარი პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

"ვფიქრობ, პრემიერის განცხადებაში ძალიან ნათლად იყო გამოხატული ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც გახლავთ რუსულ-ქართული ურთიერთობის მოწესრიგების წინაპირობა. ვგულისხმობ კონფლიქტის მოგვარებას და იმ მთავარი გამოწვევის დაძლევას, რაც ჩვენ 2008 წლიდან გვაქვს. ამის ნაწილია ტატუნაშვილის ტრაგედია და ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა ცხედრის გადმოცემა ოჯახისთვის, რომელიც ამდენი ხანი ჭიანურდება. ეს უნდა მომხდარიყო არა იმის გამო, რომ ეს ვინმეს კეთილი ნებაა, არამედ იმის გამო, რომ ეს უკავშირდება პასუხისმგებლობას დღეს ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე", - განაცხადა ციხელაშვილმა.

რაც შეეხება ჟენევის ფორმატს, სახელმწიფო მინისტრის თქმით, აღნიშნული მოლაპარაკებები არის მთავარი და ერთადერთი ფორმატი კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე დისკუსიისთვის.

"თქვენ მოისმინეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. მეც იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი ჩაერთვებიან დისკუსიაში კონსტრუქციულად, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დგას 2008 წლიდან და უკავშირდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულების შესრულებას რუსეთის მხრიდან, ამ საკითხებზე იქნება რეალური პროგრესი, ისევე როგორც სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ქართული მხარე ყოველთვის კონსტრუქციულია და ასეც გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს, მინდა ხაზგასმით განვმარტო, რუსული პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება, რომ რეალური სასურველით იცვლება, არსად არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საუბარი პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. დარწმუნებული ვარ, ეს კარგად ესმით რუსულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში. საუბარი გახლავთ აფხაზებთან და ოსებთან, საზოგადოებასთან, ადამიანებთან დიალოგზე, რომლებთან ერთადაც ჩვენ მომავალში წარმოგვიდგენია ცხოვრება. ვგულისხმობთ საზოგადოებას ამ შემთხვევაში და ყველა იმ არაპოლიტიზირებულ ფორმატს, რომელსაც მოითხოვს კონფლიქტის მოგვარების, შერიგების და ჩართულობის ამოცანების გადაჭრას. ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული გამოცდილება გვაქვს. ეს არხები დღესაც ფუნქციონირებს. ქმედითი ნაბიჯები იქნებოდა, რომ ამას ხელი არ შეეშალოს, სამწუხაროდ, ამის პრეცედენტები გვაქვს, როდესაც ხდება ასეთი ორმხრივი საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა. ჩვენი ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, რუსეთთან მიმართებაში ჟენევის ფორმატში იყოს გარკვეული პროგრესი მიღწეული და მეორე მხრივ, ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა განვავითაროთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგი", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში მომხდარი ფაქტის გამოძიებაზე
ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს
საქართველო 17-18 ივლისს საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს.
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს,
10 ოპოზიციური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს. აღნიშნულმა პარტიებმა გუშინ ახალი გაერთიანება "ძალა ერთობაშია" შექმნეს.
გიორგი მარგველაშვილმა და იტალიის პრეზიდენტმა სექტორული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა, სერჯო მატარელას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვედრა გამართეს.
სერჯო მატარელა - იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს
იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს,- ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს
გიორგი მარგველაშვილი - იტალიამ მთელი მსოფლიოს გასაგონად, ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსის ტრიბუნიდან საქართველოში რუსული ოკუპაციის მიუღებლობა დააფიქსირა
დღეს მე შესაძლებლობა მომეცა, კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა იმ ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც იტალიამ საქართველოსთან მიმართებით ნატოს სამიტზე დააფიქსირა,