არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
მმართველი გუნდი პარტიების დაფინანსების ფორმულის გადასინჯვას გეგმავს
13:21 13-03-2018
მმართველი გუნდი პარტიების დაფინანსების ფორმულის გადასინჯვას გეგმავს მმართველი გუნდი პარტიების დაფინანსების ფორმულის გადასინჯვას გეგმავს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თაობაზე მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს „საარჩევნო კოდექსს“. საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას შესაბამის ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შევიდეს „საარჩევნო კოდექსში“ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები. ასევე, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა ცვლილებებზე, რომელიც უნდა შევიდეს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში. დღევანდელი კანონი იმსახურებს კრიტიკას, მათ შორის დაფინანსების წესი. არსებული დაფინანსების წესი თავის დროზე მორგებული იყო მმართველი პარტიის ინტერესებზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა და გადავსინჯოთ ის ფორმულა, რომელიც არ უწყობს ხელს პარტიების სისტემის განვითარებას. პარტიების დაფინანსება განაწილებულია 20 პოლიტიკურ პარტიაზე. ყველამ იცით, რომ საქართველოში 20 პოლიტიკური პარტია რეალურად არ არსებობს და ხელოვნურად არის დანაწევრებული პარტიების დაფინანსება. ასეთ პირობებში მოგებული რჩებოდა მმართველი პარტია, რომელსაც კერძო დაფინანსების მობილიზების მეტი რესურსი ჰქონდა. ეს ფორმულა არ არის სამართლიანი და შესაცვლელია. უნდა გადაისინჯოს იმგვარად, რომ გაიზარდოს რეალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება ფართო კონსულტაციები, პირველ რიგში საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან. ის იმედოვნებს, რომ საერთო კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბდება პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე სესიის ბოლომდე დაამტკიცებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში მომხდარი ფაქტის გამოძიებაზე
ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს
საქართველო 17-18 ივლისს საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს.
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს,
10 ოპოზიციური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს. აღნიშნულმა პარტიებმა გუშინ ახალი გაერთიანება "ძალა ერთობაშია" შექმნეს.
გიორგი მარგველაშვილმა და იტალიის პრეზიდენტმა სექტორული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა, სერჯო მატარელას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვედრა გამართეს.
სერჯო მატარელა - იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს
იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს,- ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს
გიორგი მარგველაშვილი - იტალიამ მთელი მსოფლიოს გასაგონად, ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსის ტრიბუნიდან საქართველოში რუსული ოკუპაციის მიუღებლობა დააფიქსირა
დღეს მე შესაძლებლობა მომეცა, კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა იმ ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც იტალიამ საქართველოსთან მიმართებით ნატოს სამიტზე დააფიქსირა,