არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
ვასილ მაღლაფერიძე - მეგობრობა ადამიანებს ხელს არ უშლის - ზაზა შათირიშვილი ნამდვილად ღირსეული კანდიდატი იქნება
17:17 13-03-2018
ვასილ მაღლაფერიძე - მეგობრობა ადამიანებს ხელს არ უშლის - ზაზა შათირიშვილი ნამდვილად ღირსეული კანდიდატი იქნება მეგობრობა ადამიანებს ხელს არ უშლის, - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ სამეურეო საბჭოს წევრობის ერთ-ერთ კანდიდატ ზაზა შათირიშვილთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოს და აღნიშნა, რომ ”სირცხვილია ჟურნალისტების მხრიდან ფოტოს კომენტირება”.

"ზაზაც მგონია, რომ ნამდვილად ღირსეული კანდიდატი იქნება. მეორე მინდა გითხრათ, რომ მეგობრობა ადამიანებს ხელს არ უშლის. ადამიანებს ხელს უშლის, როცა არც მეგობრობის გაგება აქვთ სიღრმისეულად, არც ზოგადად განათლება და ცოდნა არ აქვთ და ყველა სისულელეზე შეუძლიათ კითხვები გააგრძელონ. მგონია, რომ დიდი სირცხვილია ქართველი ჟურნალისტების, ვინც ფოტოს კომენტირება დაიწყო", - განაცხადა მალაფერიძემ.

მისივე თქმით, გავრცელებულ ფოტოზე საუბარი არ ეხებოდა "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმდინარე მოლენებს.

"ერთი, სუფრაზე რას საუბრობენ ადამიანები არავის საქმე არაა და მეორე დარწმუნებით გეტყვით, რომ არ იყო ამ თემაზე საუბარი ", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, ზაზა შათირიშვილთან დაკავშირებული საუბარი ”თითიდან გამოწოვილი თემაა და მეგობრობა ხელის შემშლელი ფაქტორი არაა”.

"საქართველოში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ნახევარი ერთმანეთის ნათესავი და ნახევარი მეგობარია. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, დარწმუნებული ვარ ყველა ჩემს მეგობარს შეეწევა ჩემი მეგობრობა, ისევე როგორც მე მეწევა მათი მეგობრობა. მე მგონია, რომ თითიდან გამოწოვილი თემაა გარკვეულად პოლიტიკური შეფერილობით და ინტერესით. ძალიან ცუდია არაპროფესიონალიზმის გამო რომელი ჟურნალისტიც ამას აყვება", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში მომხდარი ფაქტის გამოძიებაზე
ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს
საქართველო 17-18 ივლისს საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს.
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს,
10 ოპოზიციური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს. აღნიშნულმა პარტიებმა გუშინ ახალი გაერთიანება "ძალა ერთობაშია" შექმნეს.
გიორგი მარგველაშვილმა და იტალიის პრეზიდენტმა სექტორული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა, სერჯო მატარელას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვედრა გამართეს.
სერჯო მატარელა - იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს
იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს,- ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს
გიორგი მარგველაშვილი - იტალიამ მთელი მსოფლიოს გასაგონად, ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსის ტრიბუნიდან საქართველოში რუსული ოკუპაციის მიუღებლობა დააფიქსირა
დღეს მე შესაძლებლობა მომეცა, კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა იმ ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც იტალიამ საქართველოსთან მიმართებით ნატოს სამიტზე დააფიქსირა,