არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
პარლამენტში საჯარო ინფორმაციის მოდულისა და ვებგვერდის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა
19:57 13-03-2018
პარლამენტში საჯარო ინფორმაციის მოდულისა და ვებგვერდის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს პარლამენტში ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. მობილური აპლიკაციისა და პარლამენტის ვებ-გვერდის საჯარო ინფორმაციის მოდულის გამოყენებით შესაძლებელი იქნება პარლამენტის საჯარო ინფორმაციის გაცნობა, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა და პარლამენტში შეკითხვების გაგზავნა.

ახალი ელექტრონული სერვისები, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პარლამენტის ღიაობასა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, შემუშავებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

ღონისძიება ირინა ფრუიძემ, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ გახსნა.

„თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება საჯარო მმართველობის გაუმჯობესებაში არის ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულება სწორედ არის საჯარო ინფორმაციის მოდულის შექმნა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება, მათ შორის, დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა ორგანიზაციას და კერძო პირს, ვისაც წვლილი შეაქვს საქართველოს პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ყველა რეფორმას.

„დემოკრატია ევროკავშირის საკვანძო ღირებულება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საფუძველია. ახალი სისტემა პარლამენტის მიმართ ევროკავშირის ხელშეწყობის მაგალითია. იმედი მაქვს, რომ მისი მეშვეობით საკანონმდებლო პროცესი უფრო ღია და ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისათვის“,-განაცხადა ვინსენტ რეიმ.

პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ასევე გიგი ბრეგაძემ, UNDP-ის პროგრამული ნაწილის მოქმედმა ხელმძღვანელმა.

„პარლამენტი ძალიან აქტიურია ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით. საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში და არა მარტო რეგიონში, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა, რომ ჩართულიყო ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში. 2017 წლის გეგმის შესრულებაც, მეტწილად დიდი წარმატებით, სწორედ ამას მოწმობს. საქართველოს პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელმაც მისცა საშუალება არასამთავრობო ორგანიზაციებს და თითქმის ყველა დაინტერესებულ პარტნიორს, რომ მონაწილეობა მიეღო ღიაობის გეგმების განვითარების პროცესში. ტექნოლოგიური წინსვლა, რომელიც პარლამენტს ექნება ამ პროდუქტების გადაცემის შედეგად, სწორედ ამ გეგმით აღებული ვალდებულებების ერთ-ერთი ნაწილია“,-განაცხადა გიგი ბრეგაძემ,

ლევან ავალიშვილმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა ისაუბრა ახალი ელექტრონული სერვისების უნიკალურ ფუნქციებზე საკანონმდებლო პროცესის ღიაობისა და საჯარო ინფორმაციაზე მოქალაქეთა წვდომის გასაუმჯობესებლად.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა საქართველოს პარლამენტისათვის ახალი ტექნოლოგიების ოფიციალური გადაცემა და შესაბამის მემორანდუმზე ხელის მოწერა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთი უკლებამ, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრს, გასტონ ალფონსო ბრაუნს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება.
ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში მომხდარი ფაქტის გამოძიებაზე
ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს
საქართველო 17-18 ივლისს საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს.
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს,
10 ოპოზიციური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს. აღნიშნულმა პარტიებმა გუშინ ახალი გაერთიანება "ძალა ერთობაშია" შექმნეს.
გიორგი მარგველაშვილმა და იტალიის პრეზიდენტმა სექტორული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა, სერჯო მატარელას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვედრა გამართეს.
სერჯო მატარელა - იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს
იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს,- ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს