არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა
21:49 13-03-2018
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა ლიბიაში დაკავებული მეზღვაური, ნუკრი ხოხბა პატიმრობიდან გათავისუფლდა. იგი საქართველოში დღეს დაბრუნდა. ბათუმის აეროპორტში მას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ნუკრი ხოხბას გათავისუფლების საფუძველი გახდა ბრალდების ნაწილში ხომალდის ეკიპაჟის რიგითი წევრების ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა, რომელთა შორის იყო ქართველი მეზღვაურიც, ხოლო კაპიტნისა და თანაშემწის საქმე გადაეცა საბრალდებო პალატას და გაგრძელდება სასამართლო ძიება.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ინტენსიურად მუშაობს ლიბიაში პატიმრობაში დარჩენილი სამი ქართველი მეზღვაურის გათავისუფლებაზე, პროცესში აქტიურად არის ჩართული როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს მისიები, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ასევე პარტნიორი ქვეყნების საელჩოები.

ხვალ ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაგეგმილია შეხვედრა ნუკრი ხოხბასთან. შეხვედრას დაესწრებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.

ქართველი მეზღვაურები ლიბიაში საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში მომხდარი ფაქტის გამოძიებაზე
ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს
საქართველო 17-18 ივლისს საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს.
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს,
10 ოპოზიციური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს. აღნიშნულმა პარტიებმა გუშინ ახალი გაერთიანება "ძალა ერთობაშია" შექმნეს.
გიორგი მარგველაშვილმა და იტალიის პრეზიდენტმა სექტორული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა, სერჯო მატარელას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვედრა გამართეს.
სერჯო მატარელა - იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს
იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს,- ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს
გიორგი მარგველაშვილი - იტალიამ მთელი მსოფლიოს გასაგონად, ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსის ტრიბუნიდან საქართველოში რუსული ოკუპაციის მიუღებლობა დააფიქსირა
დღეს მე შესაძლებლობა მომეცა, კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა იმ ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც იტალიამ საქართველოსთან მიმართებით ნატოს სამიტზე დააფიქსირა,