არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
ნუკრი ქანთარია - ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი უნდა დავიწყოთ - ეს აუცილებლად უნდა მოხდეს
23:42 13-03-2018
ნუკრი ქანთარია - ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი უნდა დავიწყოთ - ეს აუცილებლად უნდა მოხდეს პასუხში, რომელიც მოსკოვიდან მოვიდა, არის ერთგვარი წერტილები, რომ მოლაპარაკების გარკვეული ცდები დაიწყოს, - ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.
“პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი შეიძლება სხვა, უფრო მაღალ რეგისტრში ავიდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შეხვედრაზე შეიძლება პრემიერ-მინისტრი იყოს და იქიდან მედვედევი ან პუტინი. შეიძლება მომზადდეს საკითხი და ამაზე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართოს. ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ ეს სწორად გაკეთდეს. ასევე ჩვენ უნდა დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი ოსებთან და აფხაზებთან. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ მანამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დაზაფრულები ვართ და ველოდებით, რაც შეიძლება უმოკლეს დროში გადმოასვენონ არჩილ ტატუნაშვილის ცხადარი“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მისი თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ოთხი წელი დაეთმო იმას, რომ დამცხრალიყო მანამდე არსებული რიტორიკა და კონფლიქტი, ხოლო ახლა დადგა დრო, მოინახოს გზები, რომ “პრობლემას მივუახლოვდეთ მაინც“. “ვერ გეტყვით რომ პირდაპირი დიალოგი ერთადერთი გზაა, მაგრამ ამის გარეშეც შეუძლებელია“, - აღნიშნა ქანთარიამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრს, გასტონ ალფონსო ბრაუნს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება.
ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში მომხდარი ფაქტის გამოძიებაზე
ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს
საქართველო 17-18 ივლისს საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს.
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს,
10 ოპოზიციური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს. აღნიშნულმა პარტიებმა გუშინ ახალი გაერთიანება "ძალა ერთობაშია" შექმნეს.
გიორგი მარგველაშვილმა და იტალიის პრეზიდენტმა სექტორული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა, სერჯო მატარელას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვედრა გამართეს.
სერჯო მატარელა - იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს
იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს,- ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს