არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
დავით სიხარულიძე - რუსეთისადმი წერილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში მოშლილია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების სისტემა
00:03 14-03-2018
დავით სიხარულიძე - რუსეთისადმი წერილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში მოშლილია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების სისტემა რუსეთისადმი პრემიერ-მინისტრის წერილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში მოშლილია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების სისტემა, - ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ინტერესებმა გარკვეული ზიანი მიიღო.

“ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნაში მოშლილია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყეტილების მიღების სისტემა. საერთოდ გაუგებარია, რა იყო ამ წერილის მიზანი, როცა რუსეთისგან სხვა პასუხს ნამდვილად არავინ ელოდა. საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში როდის იყო შემთხვევა, როცა აგრესორზე მუდარას რაიმე პოლიტიკური შედეგი გამოუღია?“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.
მისივე შეფასებით, არავინ არის ისეთი გულუბრყვილო, ვინც იფიქრებს, რომ რუსეთი საქართველოს პრემიერის მიმართვის შემდეგ იმის კეთებას შეწყვეტდა, რასაც ის მუდმივად აკეთებს.

“ბუნებრივია, სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან ის არის ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალა, რომელსაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიარაღებული ძალები ჰყავს. თუკი ასეთი გულუბრყვილობა არსებობს, ძალიან ცუდად გვქონია საქმე. რთული გასაგებია, რა იყო ამ მიმართვის მიზანი“, - აღნიშნა დავით სიხარულიძემ.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრს, გასტონ ალფონსო ბრაუნს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება.
ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში მომხდარი ფაქტის გამოძიებაზე
ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს
საქართველო 17-18 ივლისს საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს.
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს,
10 ოპოზიციური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს. აღნიშნულმა პარტიებმა გუშინ ახალი გაერთიანება "ძალა ერთობაშია" შექმნეს.
გიორგი მარგველაშვილმა და იტალიის პრეზიდენტმა სექტორული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა, სერჯო მატარელას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვედრა გამართეს.
სერჯო მატარელა - იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს
იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს,- ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს