არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
13 პოლიტიკური პარტია RMG Gold-ის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვს
11:37 14-03-2018
13 პოლიტიკური პარტია RMG Gold-ის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვს 13 პოლიტიკური პარტია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს და ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ეკატერინე სისაურს განცხადებით მიმართავს.

პოლიტიკური პარტიები ითხოვენ, გაუქმდეს სოფელ დიდ დმანისში შპს RMG Gold-ის მომიჯნავედ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ აუქციონი უნდა შეჩერდეს, რადგან ის უკანონოა.

"ეს აუქციონი არის უკანონო იმიტომ, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი და ამას მფარველობს თავად სახელმწიფო. რეალური რისკია ეკოლოგიური კატასტროფის, ამიტომ, უნდა შეჩერდეს აუქციონი", - განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონი დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს.

"პროცესი, რომელიც დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ თავისი სსიპ-ის მეშვეობით და უკავშირდება სოფელ დიდ დმანისში ტერიტორიების გასხვისებას, უნდა შეჩერდეს დაუყოვნებლივ, რადგან პროცესი არის არაგამჭვირვალე. გვაქვს ეჭვი, რომ RMG Gold იქ უკვე აწარმოებს სამუშაოებს, რაც დაუშვებელია და აუქციონის პროცესი იღებს მხოლოდ და მხოლოდ ფორმას, რომლითაც კანონიერი უნდა გახდეს ის უკანონო მოქმედებები, რაც იქ ხდება. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ აუქციონის შეჩერებას", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

13 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა ეკონომიკის სამინისტროს კანცელარიაში, შესაბამის ხელმოწერებთან ერთად, შემდეგი განცხადება დაარეგისტრირეს:

"ბატონო დიმიტრი, ქალბატონო ეკატერინე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში მდებარე 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულენის მიწის იჯარით გაცემაზე აუქციონი გამოცხადდა, რომელიც 5 დღეში სრულდება.
უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგახსენოთ, რომ მითითებული ქონების ათწლიან სარგებლობაში იჯარით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დახურულ კარს მიღმა, რაც მნიშვნელოვანი შეშფოთების საფუძველია. აუქციონის პირობებში განსაზღვრული არ არის, მოიჯარეს, კონკრეტულად რა ფორმით შეეძლება აღნიშნული მიწის ნაკვეთით და იქ არსებული ტყის რესურსით თუ წიაღისეულით სარგებლობა.
ჩვენ ეჭვებს, რომ აღნიშნული ტერიტორიის სარგებლობაში გადაცემის მიზანია კომპანია RMG Gold-ს სამართლებრივად დაუდასტურონ მის მიერ უკვე მისი სარგებლობის გარეთ მყოფ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების მიზნით დაწყებული სამუშაოები, ამყარებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 თებერვლის ##07/782 წერილი, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი აღნიშნავს: “აღნიშნული ტერიტორია არ წარმოადგენს საერთო სარგებლობის სივრცეს, ტერიტორიით ფაქტობრივად არ სარგებლობენ დმანისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელნი, რადგან ზემოთ აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ (უძრავი ქონების ირგვლივ) შპს RMG GOLD აწარმოებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს, ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია სპეციალური საშვის გარეშე (ტერიტორია ფაქტობრივად არის წიაღით სარგებლობის უბანი - სამთო მინაკუთვნის არეალი)”.

შესაბამისად, კომპანია RMG Gold-ს ტერიტორია უკვე აქვს ფაქტობრივ ფლობაში და აუქციონის გამოცხადებაც, ფაქტობრივად გვიდასტურებს იმას, რომ თითქმის უფასოდ (15 000 ლარი) 16.2 ჰა ტყის ტერიტორია გადაეცემა კომპანიას, რომელიც წიაღისეულის მოპოვებას ახორციელებს კანონმდებლობის დარღვევით, ღია კარიერული წესით, ანადგურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა “საყდრისის კომიტეტმაც”. მიგვაჩნია, რომ კომპანიას, რომელიც არ ასრულებს ვალდებულებებს, არ იხდის მის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხელისუფლებამ არ უნდა შეუქმნას სასათბურე პირობები და ფაქტობრივად უფასოდ არ გაუფართოოს სამუშაო არეალი. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუცვლელობის შემთხვევაში დადასტურდება ის ფაქტი, რომ ადგილი აქვს კერძო კომპანიების უკანონო მფარველობას. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით იცავს კერძო კომპანიის ინტერესებს მოქალაქეების ჯანმრთელობის და ეკოლოგიური ზიანის ხარჯზე.
ამდენად, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით, ასევე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტებრის #391 დადგენილების “სსიპ - საწარმოთა მართვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” პირველი მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით, მოგმართავთ წინადადებით ძალადაკარგულად აღიაროთ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში მდებარე 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულენის მიწის იჯარით გაცემაზე", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 13 პოლიტიკური პარტია - "ახალი მემარჯვენეები", "ახალი საქართველო", "ევროპული დემოკრატები", "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "თავისუფალი დემოკრატები", "თავისუფალი საქართველო" "ლეიბორისტული პარტია", "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "რესპუბლიკური პარტია", "სამოქალაქო ალიანსი თვისუფლებისათვის" და "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" აწერს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
სოფიო ქაცარავამ პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
იუსტიციის სამინისტრო - ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის
ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.
ნინო წილოსანი - დავით უსუფაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს
დავით უსუფაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი
ირაკლი მეზურნიშვილი - დავით უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და ირაკლი კობახიძის საქმიანობას იქიდან აკვირდება
დავით უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და ირაკლი კობახიძის საქმიანობას იქიდან აკვირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
თამარ ჩუგოშვილი - ნამდვილად ვერ გავიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, პირიქით, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მედიის მიმართ
რეზიდენტობის კანდიდატების საჯარო პოზიციონირება ჩვენს მიერ მხარდაჭერის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“
ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა
ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო
სოფო კილაძე ფისკალური დაგეგმარებისა და ანალიზის შესახებ საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, მოადგილე რატი იონათამიშვილთან ერთად,, ფისკალური დაგეგმარებისა
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ დავით უსუფაშვილის განცხადება პერსონალური შეურაცხყოფაა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის სასახლის თემაზე დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ შედარებასა და პარალელს
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ კორპორაციის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადეს.
ეკვადორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, პარაგვაის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,