არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
ლადო პაპავა - მივესალმები მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ არც ისეთი პრიმიტიულები და რომანტიკოსები უნდა ვიყოთ, რომ დავიჯეროთ, თითქოს მას დადებითი რეაქცია მოჰყვება
08:50 05-04-2018
ლადო პაპავა - მივესალმები მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ არც ისეთი პრიმიტიულები და რომანტიკოსები უნდა ვიყოთ, რომ დავიჯეროთ, თითქოს მას დადებითი რეაქცია მოჰყვება მივესალმები მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ არც ისეთი პრიმიტიულები უნდა ვიყოთ და არც ისეთი რომანტიკოსები, რომ დავიჯეროთ, ახლა ამას დადებითი რეაქცია მოჰყვება. უფრო მეტიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, მოსკოვი ამის უფლებას არც ცხინვალს მისცემს და არც სოხუმს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ექსპერტმა, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

მისივე თქმით, მიესალმება ამ ინიციატივას, რადგან დღეს ქვეყანას არც ცხინვალთან და არც აფხაზეთთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს. „ჩვენ არანაირი კომუნიკაცია არც ცხინვალისა და არც აფხაზეთის მიმართულებით არ გვაქვს. პირველი ნაბიჯები, რომ არაფორმალური ეკონომიკური ურთიერთობები და განათლების მიღების საშუალება იყოს, თუნდაც ის, რომ პასპორტის აღების გამარტივებული წესი არსებობდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, - აღნიშნა პაპავამ.

მისივე თქმით, ქართული მხარის მხრიდან ამ ყველაფერს ფორმალური სახე ექნება. „ჩვენი მხრიდან ეს იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ ყველამ დაინახოს, არა მარტო ცხინვალსა და სოხუმში, არამედ დაინახოს მთელმა მსოფლიო თანამეგობრობამ, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი გზებით გარკვეული კომუნიკაციის დამყარება“, – აღნიშნა პაპავამ.

საუბრისას ექსპერტმა ერგნეთის ბაზრობა გაიხსენა, რომელიც „იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ეკონომიკური თანამშრომლობის მთელს ცხინვალის რეგიონთან“. მისივე თქმით, მეორე მხრივ კი ეს ბაზრობა საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან ქვეყანაში დიდძალი განუბაჟებელი ტვირთი, კონტრაბანდა შემოდიოდა. ამიტომ, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების შედეგად ეს ეკონომიკური კომუნიკაცია დაიკარგა.

„ის შედეგი, რომ ხვალვე დაიწყოს ვაჭრობა, ხვალვე გამოიქცნენ აქ სასწავლებლად, ხვალვე აიღონ პასპორტები, ამის იმედი მე ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ჩვენი მხრიდან, რომ მზაობა და კეთილი ნებაა, ამან შეიძლება ნელ–ნელა თავისი შედეგი მოიტანოს. უფრო მეტიც, შედეგი იქნება თუნდაც ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა როგორ შეხედავს თბილისის ინიციატივას და როგორი იქნება მათი მხარდაჭერა, ამას აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ლადო პაპავამ

მთავრობამ 4 აპრილს დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. ესენია: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემის და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.

სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სულ 9 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
სოფიო ქაცარავამ პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
იუსტიციის სამინისტრო - ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის
ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.
ნინო წილოსანი - დავით უსუფაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს
დავით უსუფაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი
ირაკლი მეზურნიშვილი - დავით უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და ირაკლი კობახიძის საქმიანობას იქიდან აკვირდება
დავით უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და ირაკლი კობახიძის საქმიანობას იქიდან აკვირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
თამარ ჩუგოშვილი - ნამდვილად ვერ გავიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, პირიქით, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მედიის მიმართ
რეზიდენტობის კანდიდატების საჯარო პოზიციონირება ჩვენს მიერ მხარდაჭერის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“
ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა
ICDI -ის ინიციატივის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციის წესი დაზუსტდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო
სოფო კილაძე ფისკალური დაგეგმარებისა და ანალიზის შესახებ საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, მოადგილე რატი იონათამიშვილთან ერთად,, ფისკალური დაგეგმარებისა
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ დავით უსუფაშვილის განცხადება პერსონალური შეურაცხყოფაა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის სასახლის თემაზე დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ შედარებასა და პარალელს
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს
OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ კორპორაციის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადეს.
ეკვადორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, პარაგვაის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,