არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
„გირჩმა“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე დაასახელა
12:04 16-04-2018
„გირჩმა“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე დაასახელა „გირჩმა“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე დაასახელა. როგორც ჯაფარიძე „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, იმ შემთხვევაში თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, საქართველოში მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება.

„პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია. დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილება ცხადია, რომ შეზღუდულია და მომავალ პრეზიდენტს ვერ ექნება გავლენა ბევრ სფეროზე, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ მას არ ექნება საკმარისი ბერკეტები დიდი ცვლილებებისთვის. როგორც თავდაცვაზე მთავარი პასუხისმგებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში თავდაცვის დაფინანსება გაორმაგდეს. სრულად გავაუქმებ სამხედრო-სავალდებულო სამსახურს და ეს იქნება პირდაპირ პრეზიდენტის კომპეტენცია. შეწყალების უფლების გამოყენებით შევიწყალებ ყველას, ვისაც რაიმე სასჯელი აქვს დაკისრებული ნარკოდანაშაულის გამო იქამდე ვიდრე ხელისუფლება არ დათანხმდება ადამიანურ ნარკოპოლიტიკას. ვეტოს უფლებით გავაჩერებ მავნებლური კანონების მიღებას ანუ პრაქტიკულად ყველა კანონს, რომელიც იქნება თავისუფლების შემზღუდავი, ვივლი ასეთი კანონების განხილვაზე საქართველოს პარლამენტში და დავიცავ საღ აზრს 150 პარლამენტარის წინაშე. თვეში ერთხელ, სათითაოდ შევხვდები ყველა მინისტრს და გამოვკითხავ თუ რას აკეთებს, რაში ხარჯავს ხალხის ფულს და ამ ყველაფრის ჩვენება მოხდება Facebook Live-ით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ეს არჩევნები არის შანსი რადიკალურად შეიცვალოს ქვეყანა უკეთესობისკენ.

„ამისთვის საჭიროა „გირჩი“ საპრეზიდენტო სასახლეში. მე არ გპირდებით, რომ ვიქნები მესია, რომელიც მოგიგვარებთ ყველაფერს. ვინმემ შესაძლოა ჩემზე უკეთ გააკეთოს ბევრი საქმე, ვინმემ შესაძლოა უკეთ გაიკეთოს ჰალსტუხი, უკეთ გადმოსცეს აზრები, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მე ვარ ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ჩემსავით მზად არიან დახარჯონ წლები ჩვენი საერთო მიზნებისთვის. დღეს, დროის ამ კონკრეტულ მომენტში, მე ვარ მზად ამ დისტანციის გასარბენად, თუმცა ამის გაკეთება შეგვიძლია ერთად. დღევანდელი რეალობის სხვა ალტერნატივა „გირჩის“ გარდა არ არსებობს, „მატრიცაში“ რომ ნეოა, ესაა სინამდვილეში ამ ქვეყნისთვის „გირჩი“, - აღნიშნა „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე
 მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ეკონომიკის წურბელების - მევახშეების პარპაში უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდეც, გაძლევთ მყარ სიტყვას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ დირექტორებს გასულ წელს აღებული ხელფასის გამო აკრიტიკებს.
 ირაკლი კობახიძე - მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა
მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა, - ამის შესახებ
 ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ იქნება დაახლოებით ორწლიანი
 ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა, სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას
 რომან კაკულია - მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა იყოს კოორდინირებული და ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს პასუხობდეს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს.
 გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო
 არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ახალგაზრდა მენეჯერების სკოლის მონაწილეებს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტში ბელარუსიის საჯარო სამსახურის მენეჯერთა სკოლის (SYMPA)
 გიორგი კვირიკაშვილი - რაჭა-ლეჩხუმი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს
ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც გადასაჭრელია, მაგრამ მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
 გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს ნოვრუზ მამედოვს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.