არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
კახა კალაძე - იმ მდგომარეობიდან გამოვედით, როდესაც ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი - პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი
13:07 16-04-2018
კახა კალაძე - იმ მდგომარეობიდან გამოვედით, როდესაც ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი - პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი “ქართულ ოცნებაში” არანაირი დაპირისპირების ნიშნები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

„უმრავლესობა იქნება შენარჩუნებული, უმრავლესობა არ დაიშლება და ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაბრაზებული პარლამენტის თავმჯდომარეზე, კახა კალაძემ უპასუხა, რომ გუნდში არის მსჯელობა და ეს ნორმალური პროცესია.

“რა ბრაზზე ვსაუბრობთ, პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ერთმანეთს გავუბრაზდეთ და ასეთი დამოკიდებულება იყოს გუნდში. არის მსჯელობა, ეს ნორმალური პროცესია. შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს სხვადასხვა საკითხზე, ესეც ნორმალური პასუხია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთ ადამიანზე იყო ყველაფერი მორგებული და ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი ქვეყანაში: პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი. ასე რომ, მადლობა ღმერთს, ჩვენ გამოვედით ამ მდგომარეობიდან, ქვეყანაში არის დემოკრატია, ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იქნება დაფუძნებული”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე
 მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ეკონომიკის წურბელების - მევახშეების პარპაში უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდეც, გაძლევთ მყარ სიტყვას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ დირექტორებს გასულ წელს აღებული ხელფასის გამო აკრიტიკებს.
 ირაკლი კობახიძე - მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა
მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა, - ამის შესახებ
 ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ იქნება დაახლოებით ორწლიანი
 ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა, სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას
 რომან კაკულია - მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა იყოს კოორდინირებული და ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს პასუხობდეს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს.
 გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო
 არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ახალგაზრდა მენეჯერების სკოლის მონაწილეებს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტში ბელარუსიის საჯარო სამსახურის მენეჯერთა სკოლის (SYMPA)
 გიორგი კვირიკაშვილი - რაჭა-ლეჩხუმი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს
ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც გადასაჭრელია, მაგრამ მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
 გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს ნოვრუზ მამედოვს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.