არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
უმრავლესობის ფარგლებში, განხილვის ერთ-ერთი თემა გედევან ფოფხაძისა და ვანო ზარდიაშვილის თანამდებობრივი გადანაცვლების საკითხი იქნება
13:49 16-04-2018
უმრავლესობის ფარგლებში, განხილვის ერთ-ერთი თემა გედევან ფოფხაძისა და ვანო ზარდიაშვილის თანამდებობრივი გადანაცვლების საკითხი იქნება გედევან ფოფხაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან, შესაძლოა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გადაინაცვლოს და ამ პოზიციაზე ვანო ზარდიაშვილი შეცვალოს, ხოლო თავის მხრივ, ზარდიაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავოს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობის ფარგლებში, განხილვის ერთ-ერთი თემა გედევან ფოფხაძისა და ვანო ზარდიაშვილის თანამდებობრივი გადანაცვლების საკითხი იქნება. პარლამენტში იმასაც ამბობენ, ასეთი ცვლილება მისაღებია როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძისთვის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთვის.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ მას სოფიო კილაძესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, საერთოდ არ გაჩნიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და თუკი ასეთი თანამდებობრივი ცვლილება განხორციელდება, ეს სწორი გამოსავალი იქნება და კომიტეტების ეფექტურ მუშაობასაც წაადგება.

“მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო უკეთესი იქნება, თუკი ვიქნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიდრე ვარ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ასეთი ცვლილება სწორი გამოსავალი იქნება და ორივე კომიტეტისთვის უკეთესი“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ის თანამდებობაა, რომელსაც კომიტეტი ხმათა უმრავლესობით უშუალოდ კომიტეტის თავმჯდომარის წარდგენით ირჩევს.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე
 მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ეკონომიკის წურბელების - მევახშეების პარპაში უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდეც, გაძლევთ მყარ სიტყვას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ დირექტორებს გასულ წელს აღებული ხელფასის გამო აკრიტიკებს.
 ირაკლი კობახიძე - მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა
მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა, - ამის შესახებ
 ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ იქნება დაახლოებით ორწლიანი
 ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა, სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას
 რომან კაკულია - მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა იყოს კოორდინირებული და ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს პასუხობდეს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს.
 გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო
 არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ახალგაზრდა მენეჯერების სკოლის მონაწილეებს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტში ბელარუსიის საჯარო სამსახურის მენეჯერთა სკოლის (SYMPA)
 გიორგი კვირიკაშვილი - რაჭა-ლეჩხუმი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს
ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც გადასაჭრელია, მაგრამ მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
 გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს ნოვრუზ მამედოვს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.