არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
ეკა ბესელია - ვისურვებ, რომ ჩვენი ენერგია მივმართოთ იმ საქმეების მოგვარებაზე, რისთვისაც ხალხმა აგვირჩია და არა შიდა საუბრების თუ განწყობების გარჩევაზე
13:54 16-04-2018
ეკა ბესელია - ვისურვებ, რომ ჩვენი ენერგია მივმართოთ იმ საქმეების მოგვარებაზე, რისთვისაც ხალხმა აგვირჩია და არა შიდა საუბრების თუ განწყობების გარჩევაზე გუნდში არავითარი ორი ბანაკი და არავითარი კრიზისი არ არის, ეს შეფასებები არის ძალიან გადაჭარბებული - მაქვს სურვილი, რომ ამ თემებზე შეწყდეს საჯარო კომენტარები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უმრავლესობის შიგნით არსებულ დაპირისპირებასა და მიმოწერების გასაჯაროების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ეკა ბესელია კოლეგებს მოუწოდებს, მსგავსი საკითხები შიდა საუბრებით, ცივილიზებული და აკადემიური ფორმით განიხილონ, რადგან ეს არ არის საჯარო განსჯის საკითხი.

„არ მიმაჩნია, რომ იყოს კარგი სტანდარტი პირადი მიმოწერების, პირადი საუბრების, კერძო სივრცის საჯარო სივრცეში გადმოტანა. ეს აკრძალული გვაქვს კანონმდებლობით და აუცილებელია, ყველამ დაიცვას ეს სტანდარტი. ფორმულირება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი“ შეიძლება ყველაფერზე გამოიყენო, მაგრამ ეს არ ეხება საჯარო სივრცეს.

არაფერი არ ხდება საგანგაშო. რაც იყო საჯაროდ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები, უნდა დასრულდეს. შესაძლებელია, შიგნით უმრავლესობამ, პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან მშვიდად და ძალიან აკადემიურად ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ. ეს აღარ არის საჯარო სივრცეში განსახილველი საკითხები და დიდი სურვილი მაქვს, დასრულდეს ამ თემებზე სიუჟეტებიც და კომენტარებიც.

მე არ ვფიქრობ, რომ გუნდში კრიზისია, არ ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი მოცემულობა ან ისეთი ხდება რაიმე, რომ შეუძლებელია დიალოგითა და საუბრით გადაწყვეტა. ვისურვებ, ჩვენი ენერგია მივმართოთ იმ საქმეების მოგვარებაზე, რისთვისაც ხალხმა აგვირჩია და არა შიდა საუბრების თუ განწყობების გარჩევაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
იანოშ ჰერმანი - საქართველოს მთავრობამ თავი გაართვა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარებას
საქართველოს მთავრობამ თავი გაართვა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარებას და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ჩვენ ვხედავთ პრობლემატური
იანოშ ჰერმანი - რეფორმების შედეგი ყოველთვის უფრო გვიან ჩანს, ამიტომ საჭიროა გააგრძელოთ მათი იმპლემენტაცია
რეფორმების შედეგი ყოველთვის უფრო გვიან ჩანს, ამიტომ საჭიროა გააგრძელოთ მათი იმპლემენტაცია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
იანოშ ჰერმანი - მიუხედავად პროგრესისა, სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს, გვესმის, რომ არ არის იოლი, თუმცა უნდა გაგრძელდეს
მიუხედავად პროგრესისა, სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს, გვესმის, რომ არ არის იოლი, თუმცა უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო
ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ღია ვართ შევხვდეთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციების ფარგლებში, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
სექტემბერში საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი დონის დელეგაციებს უმასპინძლებს
2018 წლის 16 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში,
ირაკლი კობახიძე - დავით უსუფაშვილმა ყველანაირი კუთხით დაუშვა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ
დავით უსუფაშვილმა, მარტივად რომ ვთქვათ, დაუშვა უხეში შეცდომა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სასახლის თემაზე
ზაზა გაბუნია - მთავარი არ არის მომავალ პრეზიდენტს ჩვენი პარტიული ბილეთი ედოს ჯიბეში, მთავარია რამდენად იქნება ის თანხმობაში კონსტიტუციასთან
„მთავარი არ არის მომავალ პრეზიდენტს ჩვენი პარტიული ბილეთი ედოს ჯიბეში, მთავარია რამდენად იქნება ის თანხმობაში კონსტიტუციასთან“, – ამის შესახებ
ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ მიმართავს, ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ნუ ისარგებლებენ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ მიმართავს, ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ნუ ისარგებლებენ საარჩევნო
დავით ზალკალიანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა.
იანოშ ჰერმანი საქართველოში თავის მისიას ასრულებს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოში თავის მისიას ასრულებს. ამის შესახებ ჰერმანმა სასტუმრო "თბილისი მერიოტში",