არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5694
EUR
1 EUR
2.9242
RUB
100 RUB
3.7778
14-08-2018
დავით მათიკაშვილი - ქალბატონმა ანა დოლიძემ ურჩიოს პრეზიდენტს, რომ ცოტა მეტი დაფიქრება მართებს, ვიდრე ვინმეს შეიწყალებს
14:19 16-04-2018
დავით მათიკაშვილი - ქალბატონმა ანა დოლიძემ ურჩიოს პრეზიდენტს, რომ ცოტა მეტი დაფიქრება მართებს, ვიდრე ვინმეს შეიწყალებს ქალბატონ ანა დოლიძეს ვურჩევდი, რომელიც დიდი ხანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ყურადღება გაამახვილოს იმ ადამიანებზე, ვისაც პრეზიდენტი იწყალებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მეუღლემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

„პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია მოძალადე, რომელმაც საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ქალბატონმა ანამ ურჩიოს პრეზიდენტს, რომ ცოტა მეტი დაფიქრება მართებს, ვიდრე კონსტიტუციით დისკრეციულ უფლებას გამოიყენებს და ვინმეს შეიწყალებს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილის მტკიცებით, ანა დოლიძე ცდილობს საკითხი გაურკვეველ სივრცეში გადაიტანოს.

„ვანო ზარდიაშვილის მეუღლე 8 წელია იქ მუშაობს. მან მუშაობა პირველი საფეხურიდან დაიწყო. რას უსვამდა ხაზს ანა დოლიძე ვერ გეტყვით, რადგან 8 წლის წინანდელი ამბავია, რაც ქალბატონმა მუშაობა დაიწყო. ვანო ზარდიაშვილი თუ ელექტორატმა პარლამენტში აირჩია, რა უნდა ექნა მეუღლეს? ეს არის კიდევ ერთი მცდელობა საკითხი გაურკვეველ სივრცეში გადაიტანონ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
"ჩემთვის, როგორც საბჭოს წევრისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი თინათინ აბრალავა არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, ამავე დროს ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ნათესავი. ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს იმიტომ, რომ მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტში გროვდება მთელი ინფორმაცია საბჭოს წევრები როგორ აფასებენ მოსამართლეებს.

მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტი არის დეპარტამენტი, სადაც გროვდება ყველანაირი ინფორმაცია, როგორიც არის მოსამართლეთა გადაწყვეტილებები, მათი ქულები, ჩვენ, საბჭოს წევრები რას ვფიქრობთ მოსამართლეებზე, რას ამბობენ მოსამართლეები გასაუბრებაზე, სად აქვთ სესხი, ყველა ეს ინფორმაცია გროვდება კონკრეტულად აი ამ თანამდებობის პირის ხელში და მუშავდება. გარდა ამისა, მის ხელშია ინფორმაცია, რომელზეც ჩვენ ვაყრდნობთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ამ დეპარტამენტის მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე საბჭოს წევრები იღებენ გადაწყვეტილებას დანიშნონ თუ არა მოსამართლე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დეპარტამენტის უფროსი არის "ქართული ოცნების" ორი ლიდერის მაღალი თანამდებობის პირის ახლო ნათესავი და ოჯახის წევრი, წარმოშობს საშიშროებას, რომ ეს პროცესი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა, მოხდეს პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ამ პროცესს მეტი ჩრდილი არ სჭირდება“, - განაცხადა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
„გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 აგვისტოს მიღებული დადგენილების შედეგად, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს
ირაკლი კობახიძე - როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო
როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ
ირაკლი კობახიძე - აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სხვადასხვა კომენტარები გაკეთდა და ბოლო განმარტება მმართველი გუნდისთვის მისაღებია
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სხვადასხვა კომენტარები გაკეთდა და ბოლო
ირაკლი კობახიძე - ყოველთვის, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების წინააღმდეგ, პრეზიდენტი ხდება ხოლმე აგრესიული სასამართლოს წინააღმდეგ
ყოველთვის, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების წინააღმდეგ, პრეზიდენტი ხდება ხოლმე აგრესიული
 აკაკი ცომაია - სადამდე გაგრძელდება ლარის კურსის ვარდნა, ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხიც ამ დროისთვის არავის აქვს
ეკონომისტი აკაკი ცომაია ლარის კურსის გაუფასურებას თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. როგორც ცომაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ
 დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისია ერთიან დასკვნაზე შეჯერდება და პარლამენტის წინაშე საერთო პოზიციით გამოვა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი
 დავით სერგეენკო - მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები მნიშვნელოვნად გაიაფდა
მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებები მნიშვნელოვნად გაიაფდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხიდის ჩამონგრევის გამო იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
 სულხან სალაძე - უმრავლესობის გადაწყვეტილება პრეზიდენტს არ შეხვდეს, ზრდის შანსს, რომ პარლამენტი მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, უმრავლესობის გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
 დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გამართა.