არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
პრეზიდენტის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე
15:13 16-04-2018
პრეზიდენტის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“რამდენიმე დღეა საზოგადოება შეძრწუნებულია იმ საშინელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში მოხდა. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის აქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმე არის ეს მოვლენა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, სრულიად ლეგიტიმურად, საზოგადოება ითხოვს ამ მოვლენის ახსნას და ჩვენ მზად ვართ, ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხოთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ბრიფინგზე საქმის ყველა დეტალზე ისაუბრა, რაც მისთვის შეწყალებისას იყო ცნობილი.

“2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა, რომელიც მაშინ მსჯავრდებული იყო, ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის შემდეგ იქნა დაკავებული და მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა, მეორე მიმართვისას კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის დაწესებულების ინსპექტორის დადებით დასკვნას და სამედიცინო ცნობას, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. საქმეს ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის 4 შვილის მამა იყო. თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. ამ დეტალზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მარგველაშილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ყოფილი მეუღლის შვილი, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 14 აპრილს თელეთში დააკავეს. 
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკით.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტი: "შეწყალებიდ თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე"

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
იანოშ ჰერმანი - საქართველოს მთავრობამ თავი გაართვა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარებას
საქართველოს მთავრობამ თავი გაართვა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარებას და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ჩვენ ვხედავთ პრობლემატური
იანოშ ჰერმანი - რეფორმების შედეგი ყოველთვის უფრო გვიან ჩანს, ამიტომ საჭიროა გააგრძელოთ მათი იმპლემენტაცია
რეფორმების შედეგი ყოველთვის უფრო გვიან ჩანს, ამიტომ საჭიროა გააგრძელოთ მათი იმპლემენტაცია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
იანოშ ჰერმანი - მიუხედავად პროგრესისა, სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს, გვესმის, რომ არ არის იოლი, თუმცა უნდა გაგრძელდეს
მიუხედავად პროგრესისა, სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს, გვესმის, რომ არ არის იოლი, თუმცა უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო
ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ღია ვართ შევხვდეთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციების ფარგლებში, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
სექტემბერში საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი დონის დელეგაციებს უმასპინძლებს
2018 წლის 16 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში,
ირაკლი კობახიძე - დავით უსუფაშვილმა ყველანაირი კუთხით დაუშვა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ
დავით უსუფაშვილმა, მარტივად რომ ვთქვათ, დაუშვა უხეში შეცდომა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სასახლის თემაზე
ზაზა გაბუნია - მთავარი არ არის მომავალ პრეზიდენტს ჩვენი პარტიული ბილეთი ედოს ჯიბეში, მთავარია რამდენად იქნება ის თანხმობაში კონსტიტუციასთან
„მთავარი არ არის მომავალ პრეზიდენტს ჩვენი პარტიული ბილეთი ედოს ჯიბეში, მთავარია რამდენად იქნება ის თანხმობაში კონსტიტუციასთან“, – ამის შესახებ
ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ მიმართავს, ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ნუ ისარგებლებენ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ მიმართავს, ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ნუ ისარგებლებენ საარჩევნო
დავით ზალკალიანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა.
იანოშ ჰერმანი საქართველოში თავის მისიას ასრულებს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოში თავის მისიას ასრულებს. ამის შესახებ ჰერმანმა სასტუმრო "თბილისი მერიოტში",