არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
გია ვოლსკი - თუკი ინფანტილური და უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო, რატომ უთხრა უდო-ს კომისიამ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე
15:43 16-04-2018
გია ვოლსკი - თუკი ინფანტილური და უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო, რატომ უთხრა უდო-ს კომისიამ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე თუკი ინფანტილური და უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო რატომ უთხრა უდო-ს კომისიამ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე?!, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას.

ვოლსკი ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული.

„25 წლის გოგო საკუთარი შვილების თვალწინ მოკლა. შეწყალება ზოგადად ჰუმანური აქტია და ვერც ყველაფერს გათვლი, მაგრამ გათვლას და შესწავლას საერთოდ რომ არ ჰქონია ადგილი ესაა შეუწყნარებელი. კაცი სასჯელს იხდიდა "ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის". თუკი ინფანტილური და უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო, რატომ უთხრა უდოს კომისიამ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე?! თან არაერთხელ, რაც უკვე დამაფიქრებელია, არამედ - ექვსჯერ. "ცანცარა" მინდოდა დამეწერა, მაგრამ ამ საზარლობის ფონზე რაღაც მხიარული სიტყვაა“, - წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე
 მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ეკონომიკის წურბელების - მევახშეების პარპაში უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდეც, გაძლევთ მყარ სიტყვას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ დირექტორებს გასულ წელს აღებული ხელფასის გამო აკრიტიკებს.
 ირაკლი კობახიძე - მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა
მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა, - ამის შესახებ
 ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ იქნება დაახლოებით ორწლიანი
 ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა, სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას
 რომან კაკულია - მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა იყოს კოორდინირებული და ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს პასუხობდეს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს.
 გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო
 არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ახალგაზრდა მენეჯერების სკოლის მონაწილეებს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტში ბელარუსიის საჯარო სამსახურის მენეჯერთა სკოლის (SYMPA)
 გიორგი კვირიკაშვილი - რაჭა-ლეჩხუმი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს
ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც გადასაჭრელია, მაგრამ მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
 გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს ნოვრუზ მამედოვს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.