არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
გიორგი აბაშიშვილი - ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესში გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიაა
20:37 16-04-2018
 გიორგი აბაშიშვილი - ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესში გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიაა პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით და სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილი ამ კომენტარით უმრავლესობის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც შეწყალების საკითხს უკავშირდებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ყველა კითხვას უპასუხა.

“დღეს საქართვველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე ძალიან დეტალურად ისაუბრა. ამავე პერიოდში ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება”, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კრიტიკულ შეფასებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის კომენტარიც სურდათ, თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

საქმე ეხება ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის შეწყალების საკითხს, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. აღნიშნული პირის გათავისუფლებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე
 მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ეკონომიკის წურბელების - მევახშეების პარპაში უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდეც, გაძლევთ მყარ სიტყვას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ დირექტორებს გასულ წელს აღებული ხელფასის გამო აკრიტიკებს.
 ირაკლი კობახიძე - მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა
მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა, - ამის შესახებ
 ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ იქნება დაახლოებით ორწლიანი
 ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა, სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას
 რომან კაკულია - მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა იყოს კოორდინირებული და ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს პასუხობდეს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს.
 გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო
 არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ახალგაზრდა მენეჯერების სკოლის მონაწილეებს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტში ბელარუსიის საჯარო სამსახურის მენეჯერთა სკოლის (SYMPA)
 გიორგი კვირიკაშვილი - რაჭა-ლეჩხუმი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს
ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც გადასაჭრელია, მაგრამ მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
 გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს ნოვრუზ მამედოვს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.