არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
ფიქრია ჩიხრაძე - როცა ერთად ვხედავთ ვანო ზარდიაშვილს და ოთარ კახიძეს, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ზურაბ ადეიშვილის "ბედნიერი დრო", როდესაც ისინი თანამშრომლები იყვნენ
16:27 17-04-2018
ფიქრია ჩიხრაძე - როცა ერთად ვხედავთ ვანო ზარდიაშვილს და ოთარ კახიძეს, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ზურაბ ადეიშვილის "ბედნიერი დრო", როდესაც ისინი თანამშრომლები იყვნენ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტის წინააღმდეგ ორკესტრირებული ბინძური პიარ-კამპანია ააგორეს და "ევროპული საქართველო" "ქართულ ოცნებასთან" ერთად, ერთნაირი ლექსიკით და სულისკვეთებით აკრიტიკებენ პრეზიდენტს, რაც უკვე ძალიან მძიმე შემთხვევაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია მიზანმიმართულად, ერთ ხმაში ლაპარაკობს ამ კუთხით.

"მე მესმის, როდესაც ზარდიაშივლი იფშვნეტს ხელებს და ბედნიერია იმით, რომ მიუხედავად ამ დიდი ტრაგიზმისა, მიეცა შესაძლებლობა პრეზიდენტის წინააღმდეგ ააგოროს ყველაფერი, მაგრამ ყველა ის ადამიანი, მათ შორის "ევროპულის საქართველოს" წარმომადგენლები არ ჩამოუვარდებიან ზარდიაშვილს. სამწუხაროდ, ხელისუფლება და ოპოზიცია მიზანმიმართულად, ერთ ხმაში ლაპარაკობს ამ კუთხით, ეს ძალიან დასანანია და როდესაც ერთად ვხედავ ვანო ზარდიაშვილს და ოთარ კახიძეს, არ შეიძლება არ გამახსენდეს ზურაბ ადეიშვილის "ბედნიერი დრო", როდესაც ისინი თანამშრომლები იყვნენ და როგორც ჩანს დღესაც მშვენივრად თანამშრომლობენ ასეთ საკითხებში.

საკითხი არის სწორედ პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება და წარმართვა ყოველდღიურად პრაქტიკულად. რასაკვირველია, ამ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ თანამშრომლობა, დიდი ხანია ამაზე საუბრობენ. ჩვენ, არც ვიწონებთ და არც რაიმე პრობლემა გვაქვს მათ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ეს მათი გადასაწყვეტია და ამომრჩეველი შეაფასებს", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე
 მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ეკონომიკის წურბელების - მევახშეების პარპაში უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდეც, გაძლევთ მყარ სიტყვას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ დირექტორებს გასულ წელს აღებული ხელფასის გამო აკრიტიკებს.
 ირაკლი კობახიძე - მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა
მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა, - ამის შესახებ
 ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ იქნება დაახლოებით ორწლიანი
 ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა, სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას
 რომან კაკულია - მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა იყოს კოორდინირებული და ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს პასუხობდეს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს.
 გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო
 არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ახალგაზრდა მენეჯერების სკოლის მონაწილეებს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტში ბელარუსიის საჯარო სამსახურის მენეჯერთა სკოლის (SYMPA)
 გიორგი კვირიკაშვილი - რაჭა-ლეჩხუმი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს
ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც გადასაჭრელია, მაგრამ მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
 გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს ნოვრუზ მამედოვს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.