არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
გიორგი მარგველაშვილი - ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში
12:42 16-05-2018
გიორგი მარგველაშვილი - ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში მთავარი ფრონტი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში გადის არამარტო ოკუპაციის ხაზზე, არამედ ჩვენს გულებში და ჩვენს რწმენაში რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს რაციონალურ დიალოგს სთავაზობს, რაც მისივე შეფასებით სწორი მიდგომაა.

"შევხედოთ რუსული სახელმწიფოს პროპაგანდას ჩვენს წინააღმდეგ - ისინი ამბობენ, რომ მაინც დაგამარცხებთ, მოდით შეეჩვიეთ რეალობას, უარს თქვენს მიწაზე და მერე დავლაგდებით. ცდილობენ ჩვენს მორალურ გატეხვას მათ მიერ დანახული რეალობით. დღეს ჩვენს მხარეს არის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ამერიკა და ევროპა და აბა ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ ხელისუფლების მოსვლის დროს, ჩემი აზრით, არის სწორი. ჩვენ ვთავაზობთ რაციონალურ დიალოგს", - განაცხადა მან.
მარგველაშვილის თქმით, ის ნატრობს რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგს, როცა იგი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება.

"მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში. აქედან გამომდინარე, თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი. ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს "ძერჟავას" ინტერესებიდან გამომდინარე და არ ითარგმნება ეს "ძერჟავას“ ინტერესები ოჯახის ინტერესებამდე. არ მიდის „ძეეჟავას“ გაძლიერება მაცივრის ავსებამდე. ასე რომ, ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს - რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და რანაირად აისახება ეს ინტერესი რუსეთის მოქალაქეებზე და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან რაციონალური დიალოგისთვის მზად არის

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატების ფარგლებში პოლონეთის
ირაკლი კობახიძე - ოთხჯერ მეტი ხარჯი ნიშნავს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმი
როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და ეს არის მარტივი პოპულიზმი,
ირაკლი კობახიძე - მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკაზე პოზიციების დაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ დისკუსია ბიძინა ივანიშვილის მიერ წარიმართებოდა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოებას
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი პრეზიდენტი აუცილებლად იქნება ინტელექტუალი, შესაბამისი ერუდიციით, განათლებით და მაღალი კულტურით
დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი პრეზიდენტი აუცილებლად იქნება ინტელექტუალი, შესაბამისი ერუდიციით, განათლებით და მაღალი კულტურით,
სენატორები - აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, - ამის შესახებ სენატორებმა რონ ჯონსონმა
დიმიტრი ქუმსიშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის მიმართულებით ჩვენთან ერთად იმუშავებს
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ტაო ჟანგთან ვისაუბრეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით.
სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე - საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური ზრდისა და რეფორმების მიმართულებით
მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს
დიმიტრი ქუმსიშვილმა უილბურ როსთან შეხვედრაზე საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარების საკითხი დააყენა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანთან უილბურ როსთან
დიმიტრი ქუმსიშვილმა უილბურ როსს საქართველოში კომერციის ოფისის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა შესთავაზა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც აშშ-ში საქართველოს სამთავრობო