არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას - მინდა გკითხოთ, რომელი პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ? 26 მაისს სისხლის გუბეებში იდექით და ტაშს უკრავდით პოლიტიკურ ბელადს
14:17 16-05-2018
ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას - მინდა გკითხოთ, რომელი პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ? 26 მაისს სისხლის გუბეებში იდექით და ტაშს უკრავდით პოლიტიკურ ბელადს ჩემთვის მიუღებელი იყო როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის როგორც პოზიციები და განცხადებები, ისე ქცევა და ქცევის წესი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ღამის კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მან საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა და განუცხადა, რომ რეალობის აღქმა აქვთ დაკარგული და ვერ ხვდებიან რა არის ძალადობა.

„მინდა გკითხოთ, რომელი პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ? 26 მაისს სისხლის გუბეებში იდექით და ბედნიერი სახით ტაშს უკრავდით პოლიტიკურ ბელადს, რამდენიმე მეტრში კი 2 გვამი არ იყო გაციებული. აი იმ პოლიტიკური ძალის მემკვიდრეები ხართ და ეგ არის ძალადობა. დღევანდელი რეალობა არის, რომ 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე პირველად ვნახეთ შეიარაღებული პოლიცია, სპეცტექნიკა, რომელიც მიმართული იყო არა ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ ჩვენი თანამოქალაქეებისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. თქვენ ამ შედარებას არ აკეთებთ, რადგან რეალობა არ გაწყობთ. ეძებთ და ცდილობთ თქვენი პოლიტიკური ტყუილებით საზოგადოებას შეუქმნათ შთაბეჭდილება, რომ თითქოს ჩვენ ხელისუფლებას რაიმე ფორმით ჰქონოდა შეხება იმ ფაშისტურ თუ ძალადობრივ გამოვლინებასთან, რაც მეორე მხარეს იყო. ჩემთვის მიუღებელი იყო როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის როგორც პოზიციები და განცხადებები, ისე ქცევა და ქცევის წესი. თუმცა, ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ჩვენი პოლიცია არის საზოგადოების სამსახურში და შედგა ეს მონაპოვარი. მინდა თითოეულ პოლიციელს და მინისტრს მადლობა გადავუხადო ამ გარდატეხის შეტანისთვის“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული არა რომელიმე მხარის ინტერესების, არამედ საჯარო ინტერესების შესაბამისად.

„არ მინდა თვალი არ გავუსწორო იმ პრობლემებს, რაც ამ ვითარებაში შეიქმნა. მინდა მოგიწოდოთ, რომ მიუღებელია ჩვენ რომელიმე ჯგუფისგან მტრის ხატი შევქმნათ. ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი და თუ მათში პრობლემაა, ჩვენში არის პრობლემა. ჩვენი ამოცანაა ამ პრობლემებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც პირველ რიგში, საჯარო ინტერესებზე იქნება დაფუძნებული და არა რომელიმე ჯგუფის მხოლოდ ნებაზე, რომ მისი სურვილების რეალიზება მოხდეს“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიორგი კვირიკაშვილი დღეს ვაშინგტონში მაიკ პენსს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდება.
 ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საიუბილეო თარიღს ულოცავს
„ძვირფასო მეგობრებო, ფინეთმა 100 წლის იუბილე გასულ წელს აღნიშნა, ახლა კი თქვენი ჯერია. თქვენ შესანიშნავი ერი ხართ და უნდა იამაყოთ
 აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის
მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის და გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, - ამ სიტყვებით
გიორგი კვირიკაშვილი - ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის დიდი პატივია
ამერიკამ მყისვე შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
პრემიერი - ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ და დასავლურ უნიკალურობასაც
ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ უნიკალურობას და დასავლურ უნიკალურობასაც,
ირაკლი კობახიძე - ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანია აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება
ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება,
პარლამენტში თემაზე “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი“ მრგვალი მაგიდა გაიმართება
პარლამენტში ხვალ, თემაზე “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი“ მრგვალი მაგიდა გაიმართება.
მამუკა მდინარაძე - იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს პასუხი იქნება ადეკვატური და სამართლიანი
იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ წარდგენილი გვაქვს ასეულობით მტკიცებულება სტრასბურგის სასამართლოში და ვართ მართლები, სასამართლო თავის
სერგი კაპანაძე - ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას აღსრულებასთან დაკავშირებით დამატებით მუშაობა მოუწევს
ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას აღსრულებასთან დაკავშირებით