არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
გიორგი კლდიაშვილი - თუ დაპირებას და ბოდიშს ხელისუფლება რეალურ პრაქტიკაში არ გვაჩვენებს, მაშინ ნდობა შემცირდება და შემდგომ ბოდიშს არავინ დაიჯერებს
14:32 16-05-2018
გიორგი კლდიაშვილი - თუ დაპირებას და ბოდიშს ხელისუფლება რეალურ პრაქტიკაში არ გვაჩვენებს, მაშინ ნდობა შემცირდება და შემდგომ ბოდიშს არავინ დაიჯერებს თუ დაპირებას და ბოდიშს ხელისუფლება რეალურ პრაქტიკაში არ გვაჩვენებს, მაშინ ნდობა ხელისუფლებისადმი შემცირდება და შემდგომ ბოდიშს არავინ დაიჯერებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდგომ განვითარებული მოვლენების შეფასებისას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უნდა გვქონდეს პოზიტიური ნდობა ხელისუფლებისადმი, რომ დაპირებას შეასრულებს.

„თუ დაპირებას და ბოდიშს ხელისუფლება რეალურ პრაქტიკაში არ გვაჩვენებს, მაშინ ნდობა ხელისუფლებისადმი შემცირდება. ჩვენ გვაქვს ნდობა ხელისუფლებისადმი და ხელისუფლებამ ეს ნდობა უნდა გაგვიმართლოს. როდესაც ჩვენ ვისმენთ ასეთ სასიამოვნო ბოდიშს მინისტრისგან, ამ ბოდიშს უნდა მოჰყვეს პრაქტიკაში განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომ ბოდიშს არავინ დაიჯერებს“, - განაცხადა კლდიაშვილმა.

მისივე თქმით, მოლოდინი, რომ შსს-სა და პარლამენტთან გამართული აქციების ორგანიზატორების მოლაპარაკებების პროცესი იქნებოდა მარტივი, არავის ჰქონდა.

„თუმცა, მთავარი შედეგი, რაც აქციის ორგანიზატორებისთვის იქნება მისაღები, ეს არის ძირითადი საკითხი - ნარკოპოლიტიკის გადახედვა. უკვე დიდი ხანია ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ვაჭრობა და ვფიქრობ, რომ უკვე დროა ხელისუფლებამ მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიგვიყვანს ევროპულ მოდელამდე. წლებია, საქართველოში ნარკოპოლიტიკა არ შეცვლილა, ნარკოპოლიტიკა არის რეპრესიული და პრობლემები, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გვხვდება, ნარკოპოლიტიკის ბრალია. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გარეშე ვერ ავიცილებთ ისეთ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ“, - განაცხადა კლდიაშვილმა.

IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ზუსტი პასუხები უნდა გაეცეს იმ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 12 მაისს.

„მართალია ჩვენ შს მინისტრის მოადგილისგან, ნათია მეზვრიშვილისგან მივიღეთ გარკვეული პასუხები, მაგრამ მაინც კვლავ რჩება კითხვები. უნდა დაიდოს კლუბებიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ექსპერტიზის შედეგები თუ რამდენი იყო ეს ნარკოტიკული ნივთიერებები, რამდენ ადამიანს ჰქონდა, რეალურად მიმდინარეობს თუ არა ნარკორეალიზაცია ამ კლუბებში. ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ ნარკომომხმარებლებს, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზაციას. უნდა გადაიკეტოს ყველა გზა საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის“, - აღნიშნა კლდიაშვილმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიორგი კვირიკაშვილი დღეს ვაშინგტონში მაიკ პენსს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდება.
 ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საიუბილეო თარიღს ულოცავს
„ძვირფასო მეგობრებო, ფინეთმა 100 წლის იუბილე გასულ წელს აღნიშნა, ახლა კი თქვენი ჯერია. თქვენ შესანიშნავი ერი ხართ და უნდა იამაყოთ
 აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის
მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის და გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, - ამ სიტყვებით
გიორგი კვირიკაშვილი - ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის დიდი პატივია
ამერიკამ მყისვე შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
პრემიერი - ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ და დასავლურ უნიკალურობასაც
ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ უნიკალურობას და დასავლურ უნიკალურობასაც,
ირაკლი კობახიძე - ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანია აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება
ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება,
პარლამენტში თემაზე “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი“ მრგვალი მაგიდა გაიმართება
პარლამენტში ხვალ, თემაზე “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი“ მრგვალი მაგიდა გაიმართება.
მამუკა მდინარაძე - იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს პასუხი იქნება ადეკვატური და სამართლიანი
იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ წარდგენილი გვაქვს ასეულობით მტკიცებულება სტრასბურგის სასამართლოში და ვართ მართლები, სასამართლო თავის
სერგი კაპანაძე - ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას აღსრულებასთან დაკავშირებით დამატებით მუშაობა მოუწევს
ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას აღსრულებასთან დაკავშირებით