არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ნინო ბურჯანაძე - გიორგი მარგველაშვილმა, მინიმუმ 4 წლით დააგვიანა და დღეს სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში იყენებს თავსაც და ქვეყანასაც
16:43 16-05-2018
ნინო ბურჯანაძე - გიორგი მარგველაშვილმა, მინიმუმ 4 წლით დააგვიანა და დღეს სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში იყენებს თავსაც და ქვეყანასაც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს ის „სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში ამყოფებს საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც“.

„პირველი რიგში, მიხარია, რომ პოლიტიკოსები როგორმე მიდიან იმ აზრამდე, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან დიალოგი არის საჭირო და აუცილებელი. როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, სამშობლოს მოღალატედ მაცხადებდნენ და ლამის დასახვრეტად მიმეტებდნენ. დღეს იგივეს ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. თუმცა, როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილს დაავიწყდა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - როდესაც ის იყო ახლად არჩეული პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზად იყო შეხვედროდა საქართველოს ახლად არჩეულ ლიდერს. თუმცა, მაშინ გიორგი მარგველაშვილმა სამარცხვინო პასუხი გასცა, ჯერ დავეკითხებიო ჩემს დასავლელ პარტნიორებს და თუ უფლებას მომცემენ, მერე შევხდები ვლადიმერ პუტინსო. ეს იყო სამარცხვინო საქციელი სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მარგველაშვილის ამ შეთავაზებას არ მიიღებს, რადგან მისთვის უკვე საინტერესო არ არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩა ვადის ამოწურვამდე.

„ახლა ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის მარგველაშვილის მზადყოფნა, როდესაც მისი ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც თვეებია დარჩენილი, რატომ უნდა შეხვდეს მას რუსეთის პრეზიდენტი?! გიორგი მარგველაშვილმა, მინიმუმ 4 წლით დააგვიანა და დღეს ის სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში იყენებს თავსაც და ქვეყანასაც. ამის გარდა, მარგველაშვილი ამბობს, რომ შეხვედრას და დიალოგს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ აქვს აზრი. ესეც არარაციონალური და სულელური განაცხადია, რადგან დიალოგი სწორედ იმისთვის არის საჭირო რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან გავიდეს. ამას არავინ გააკეთებს, ვიდრე დიალოგი არ შედგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას არანაირი რეალური შედეგი არ მოყვება, გიორგი მარგველაშვილს მინიმუმ 4 წლით დააგვიანდა“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის კომენტარს „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის ნატრობს რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგს, როცა იგი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება.

"მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში. აქედან გამომდინარე, თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი. ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს "ძერჟავას" ინტერესებიდან გამომდინარე და არ ითარგმნება ეს "ძერჟავას“ ინტერესები ოჯახის ინტერესებამდე. არ მიდის „ძეეჟავას“ გაძლიერება მაცივრის ავსებამდე. ასე რომ, ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს - რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და რანაირად აისახება ეს ინტერესი რუსეთის მოქალაქეებზე და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატების ფარგლებში პოლონეთის
ირაკლი კობახიძე - ოთხჯერ მეტი ხარჯი ნიშნავს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმი
როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და ეს არის მარტივი პოპულიზმი,
ირაკლი კობახიძე - მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკაზე პოზიციების დაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ დისკუსია ბიძინა ივანიშვილის მიერ წარიმართებოდა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოებას
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი პრეზიდენტი აუცილებლად იქნება ინტელექტუალი, შესაბამისი ერუდიციით, განათლებით და მაღალი კულტურით
დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი პრეზიდენტი აუცილებლად იქნება ინტელექტუალი, შესაბამისი ერუდიციით, განათლებით და მაღალი კულტურით,
სენატორები - აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, - ამის შესახებ სენატორებმა რონ ჯონსონმა
დიმიტრი ქუმსიშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის მიმართულებით ჩვენთან ერთად იმუშავებს
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ტაო ჟანგთან ვისაუბრეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით.
სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე - საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური ზრდისა და რეფორმების მიმართულებით
მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს
დიმიტრი ქუმსიშვილმა უილბურ როსთან შეხვედრაზე საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარების საკითხი დააყენა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანთან უილბურ როსთან
დიმიტრი ქუმსიშვილმა უილბურ როსს საქართველოში კომერციის ოფისის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა შესთავაზა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც აშშ-ში საქართველოს სამთავრობო