არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ზურაბ აბაშიძე - ბატონ პრეზიდენტს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირა საქართველოს პრემიერ მინისტრის, ჩვენი ხელისუფლების ინიციატივებისთვის
17:52 16-05-2018
ზურაბ აბაშიძე - ბატონ პრეზიდენტს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირა საქართველოს პრემიერ მინისტრის, ჩვენი ხელისუფლების ინიციატივებისთვის ის რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლების სწორ, პრაგმატულ პოლიტიკას იზიარებს, ეს მისასალმებელია, თუმცა გაუგებარია, რატომ დაიწყო მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ახლა, საპრეზიდენტო ვადის დასასრულისკენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას განუცხადა.

„რუსეთთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებს, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები სრულად უჭერენ მხარს. ის რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლების სწორ, პრაგმატულ პოლიტიკას იზიარებს, ეს მისასალმებელია, თუმცა გაუგებარია რატომ დაიწყო მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ახლა, საპრეზიდენტო ვადის დასასრულისკენ, მით უმეტეს, რომ ადრე ბატონ პრეზიდენტს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირა საქართველოს პრემიერ მინისტრის, ჩვენი ხელისუფლების ინიციატივებისთვის და ცნობილი პოზიციისთვის, რომ მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება მიზანშეწონილი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ასეთ შეხვედრაზე მოხდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯი ამ პრობლემების მოგვარებისკენ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში“.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიორგი კვირიკაშვილი დღეს ვაშინგტონში მაიკ პენსს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდება.
 ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საიუბილეო თარიღს ულოცავს
„ძვირფასო მეგობრებო, ფინეთმა 100 წლის იუბილე გასულ წელს აღნიშნა, ახლა კი თქვენი ჯერია. თქვენ შესანიშნავი ერი ხართ და უნდა იამაყოთ
 აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის
მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის და გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, - ამ სიტყვებით
გიორგი კვირიკაშვილი - ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის დიდი პატივია
ამერიკამ მყისვე შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
პრემიერი - ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ და დასავლურ უნიკალურობასაც
ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ უნიკალურობას და დასავლურ უნიკალურობასაც,
ირაკლი კობახიძე - ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანია აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება
ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება,
პარლამენტში თემაზე “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი“ მრგვალი მაგიდა გაიმართება
პარლამენტში ხვალ, თემაზე “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი“ მრგვალი მაგიდა გაიმართება.
მამუკა მდინარაძე - იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს პასუხი იქნება ადეკვატური და სამართლიანი
იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ წარდგენილი გვაქვს ასეულობით მტკიცებულება სტრასბურგის სასამართლოში და ვართ მართლები, სასამართლო თავის
სერგი კაპანაძე - ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას აღსრულებასთან დაკავშირებით დამატებით მუშაობა მოუწევს
ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას აღსრულებასთან დაკავშირებით