არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
დიმიტრი ქუმსიშვილი - „მცირე და საშუალო კომპანიების დაკავშირება მულტინაციონალურ კომპანიებთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის
19:10 16-05-2018
დიმიტრი ქუმსიშვილი - „მცირე და საშუალო კომპანიების დაკავშირება მულტინაციონალურ კომპანიებთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის მცირე და საშუალო საწარმოების მულტინაციონალურ კომპანიებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და იმპორტის ჩანაცვლებისთვის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ქუმსიშვილმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატში „კარგი მმართველობის ფონდის“ ხელმძღვანელ რიჩარდ დიუდნისთან ერთად, პროექტის „ბიზნესკავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ დეტალები და გეგმები განიხილა. პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში,“ საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-თან ერთად, გაერთიანებული სამეფოს (UK Good Governance Fund) „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით ახორციელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მის უკეთესად ოპერირებასა და ეფექტურობის გაზრდას. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ საქართველოში არსებულ მულტინაციონალურ და ე.წ. ფრენჩაიზინგის კომპანიებს პროდუქციის და მომსახურების მიწოდების მიზნით სამასპინძლო ინდუსტრიის სფეროში (HoReCa).

„მცირე და საშუალო კომპანიების დაკავშირება მულტინაციონალურ კომპანიებთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ვახორციელებთ „კარგი მმართველობის ფონდთან,“ ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ მათი პროდუქცია, მათი სერვისები და მომსახურება შევიდეს მულტინაციონალურ კომპანიებში. ძალიან მარტივად რომ მოგახსენოთ, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მცირე და საშუალო საწარმოებმა, ერთი მხრივ, თავისი პროდუქტები გაყიდონ ისეთ კომპანიებში, რომლებსაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვთ პროდუქციის სტანდარტების მიხედვით, მეორე მხრივ კი მულტინციონალურ კომპანიებს აღარ შემოაქვთ ეს პროდუქტები საზღვარგარეთიდან ანუ ხდება იმპორტის ჩანაცვლება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი მიაღწევს იმ სტანდარტებს, როგორიც მულტინაციონალურ კომპანიებს სჭირდებათ. საუბარია ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა, მაგალითად, „დანკინ დონატსი“, „მაკდონალდსი“, სასტუმროების ქსელი „ჰილტონი“ და სხვა.

შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, პროექტის ფარგლებში გაიზრდება მოთხოვნა ადგილობრივი წარმოების საქონელსა და მომსახურების შესყიდვაზე, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების გაფართოებასა და სექტორში არსებული კომპანიების გაუმჯობესებას.

სამეტაპიანი პროექტის პირველ ეტაპზე, კვლევის საფუძველზე, მოხდა ინდუსტრიების იდენტიფიცირება, ხოლო მეორე ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის საპილოტე ფაზის უშუალო განხორციელება შერჩეულ კომპანიებთან ინტენსიური თანამშრომლობით. მეორე ეტაპის ფარგლებში, სამომავლოდ დაგეგმილია შეხვედრა მულტინაციონალურ კორპორაციებთან, რათა მოხდეს მათი ჩართულობის გაზრდა პროექტში, ადგილობრივ მცირე და საშუალო სექტორთან შესახვედრად, ასევე, შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც მოიაზრებს ორი მხარის დაკავშირებას B2B შეხვედრების მეშვეობით.
საბოლოო, მესამე ეტაპზე, შემუშავდება პროექტის გეგმა, რომელიც მოიცავს ახალ და შერჩეულ სექტორებში საპილოტე პროექტზე დაყრდნობით, პროექტის განხორციელების სამომავლო გეგმას და რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას.

მიმდინარე ეტაპზე ტარდება ტრეინინგები 16 შერჩეული კომპანიისგან შემდგარ ორ ჯგუფთან. ტრეინინგ-პროგრამები სხვადასხვა მოდულებში იმართება 5 კვირის განმავლობაში: სტრატეგია და დაგეგმვა, ლიდერობა და მენეჯმენტი, მომხმარებელზე ორიენტირებულოება, ხარისხი და ოპერაციები, გაყიდვები მულტინაციონალურ კომპანიებთან, ფინანსები და ადამიანური რესურსების მართვა.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიორგი კვირიკაშვილი დღეს ვაშინგტონში მაიკ პენსს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდება.
 ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საიუბილეო თარიღს ულოცავს
„ძვირფასო მეგობრებო, ფინეთმა 100 წლის იუბილე გასულ წელს აღნიშნა, ახლა კი თქვენი ჯერია. თქვენ შესანიშნავი ერი ხართ და უნდა იამაყოთ
 აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის
მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის და გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, - ამ სიტყვებით
გიორგი კვირიკაშვილი - ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის დიდი პატივია
ამერიკამ მყისვე შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
პრემიერი - ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ და დასავლურ უნიკალურობასაც
ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ უნიკალურობას და დასავლურ უნიკალურობასაც,
ირაკლი კობახიძე - ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანია აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება
ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება,
პარლამენტში თემაზე “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი“ მრგვალი მაგიდა გაიმართება
პარლამენტში ხვალ, თემაზე “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი“ მრგვალი მაგიდა გაიმართება.
მამუკა მდინარაძე - იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს პასუხი იქნება ადეკვატური და სამართლიანი
იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ წარდგენილი გვაქვს ასეულობით მტკიცებულება სტრასბურგის სასამართლოში და ვართ მართლები, სასამართლო თავის
სერგი კაპანაძე - ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას აღსრულებასთან დაკავშირებით დამატებით მუშაობა მოუწევს
ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას აღსრულებასთან დაკავშირებით