არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
კახა კალაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა
23:26 16-05-2018
კახა კალაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა თბილისის მერი კახა კალაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საუბარი ძველი თბილისის რეაბილიტაციას, სატრანსპორტო სფეროსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეეხო. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, საცობების მართვის კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, ტექდათვალიერების შემოღება, პარკირების სისტემის მოწესრიგება, ტაქსების სფეროს რეგულირება, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარება იგეგმება. გარდა ამისა, თბილისის მერმა დელეგაციის წევრებს სამშენებლო სფეროს, საჯარო მმართველობისა და ღამის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ბანკი ამ შემადგენლობით საქართველოში არასდროს ჩამოსულა და თბილისში ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია პირველად იმყოფება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დეტალები, რაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ძირითადად, ქალაქის განვითარებას ეხებოდა. გავაცანით პროექტები, რაც შემდეგი წლების განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი. სასიხარულოა, რომ მათ ყველა მიმართულებით მხარდაჭერის სურვილი, ასევე, დაფინანსებისა და კონკრეტულ პროექტებში ჩართულობის თვალსაზრისით თანადგომა გამოთქვეს. მგონია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, რეალიზებას და იმ პოლიტიკების ხორცშესხმას შევძლებთ, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ გვქონდა წარმოდგენილი და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქს წაადგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა დააფიქსირეს.

„ჩვენთვის აქ ყოფნა ძალიან დიდი პატივია. შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. გავეცანით მერის ხედვას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად ვხედავთ საქართველოს განვითარების პერსპექტივას, მაგრამ ასევე, ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომელიც თბილისის წინაშე არსებობს. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი მერთან და მან თავისი ხედვა გაგვაცნო“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრმა კრისტინ ჰოგანმა.

დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია თბილისში 14 მაისიდან იმყოფება. ეს საქართველოში მათი პირველი ვიზიტია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში, ბანკის 100-ზე მეტ პროექტში დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი კანდელაკი - მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობამ აღსრულებაზე ყურადღება არ მოადუნოს
მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენმა მთავრობამ აღსრულებაზე ყურადღება არ მოადუნოს, რასაც ადგილი ჰქონდა
მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატების ფარგლებში პოლონეთის
ირაკლი კობახიძე - ოთხჯერ მეტი ხარჯი ნიშნავს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმი
როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და ეს არის მარტივი პოპულიზმი,
ირაკლი კობახიძე - მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკაზე პოზიციების დაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ დისკუსია ბიძინა ივანიშვილის მიერ წარიმართებოდა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოებას
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი პრეზიდენტი აუცილებლად იქნება ინტელექტუალი, შესაბამისი ერუდიციით, განათლებით და მაღალი კულტურით
დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი პრეზიდენტი აუცილებლად იქნება ინტელექტუალი, შესაბამისი ერუდიციით, განათლებით და მაღალი კულტურით,
სენატორები - აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, - ამის შესახებ სენატორებმა რონ ჯონსონმა
დიმიტრი ქუმსიშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის მიმართულებით ჩვენთან ერთად იმუშავებს
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ტაო ჟანგთან ვისაუბრეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით.
სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე - საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური ზრდისა და რეფორმების მიმართულებით
მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს
დიმიტრი ქუმსიშვილმა უილბურ როსთან შეხვედრაზე საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარების საკითხი დააყენა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანთან უილბურ როსთან