არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
კანონით ის პირობები განისაზღვრება, რა შემთხვევაშიც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას, საქართველოს მოქალაქეობას შეინარჩუნებს
18:54 27-05-2018
 კანონით ის პირობები განისაზღვრება, რა შემთხვევაშიც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას, საქართველოს მოქალაქეობას შეინარჩუნებს “მოქალაქეობის შესახებ“ კანონით ის პირობები დგინდება, რა შემთხვევაშიც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას, საქართველოს მოქალაქეობის შეინარჩუნებს.

“მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ინიცირებისთვის მზად არის და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. თავის მხრივ, აღნიშნული სიახლე ახალი რედაქციის კონსტიტუციას უკავშირდება, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აღარ ეკრძალება იყოს იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქე და უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურ დაკარგვას არ იწვევს.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობას ინარჩუნებს, თუ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული და არსებობს ერთ-ერთ შემდეგი პირობა: საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომლის მოქალაქეობის მიღებას ის აპირებს და საქართველოს მოქალაქე სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით ცხოვრობს ან მუშაობს ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც ის აპირებს.

მომზადებული კანონპროექტით სიახლეს წარმოადგენს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება. კერძოდ, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგდა, უფლება ეძლევა კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს.

“მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით წარედგინება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მამუკა ბახტაძე - საქართველო ჩემპიონების სამშობლოა, ხოლო ოლიმპიელები ჩვენი დროის გმირები არიან
საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა დიდი არ არის, ისტორიულად უნიკალური შედეგები აქვს სპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო
 ნილს ნიგაარდი - მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შესანიშნავ სპორტულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი ახალგაზრდა და სპორტული სულისკვეთების მქონე პრემიერი ჰყავს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შესანიშნავ სპორტულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი ახალგაზრდა და სპორტული სულისკვეთების მქონე პრემიერ-მინისტრი
 პარლამენტში პროექტ “სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
გვაქვს ამბიციური გეგმა და ამოცანა, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტს თვისობრივად გაძლიერებული საკანონმდებლო ორგანო გადავაბაროთ, - ამის შესახებ
 საქართველოს პარლამენტის წევრები ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარლამენტის ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, რომელსაც დეპუტატი შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს,
 ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა
ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, სამინისტროდან წავიდა.
 ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 26-28 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
 პარლამენტმა, შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს
პარლამენტმა შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
 ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება
25-27 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სხდომა გაიმართება.
 საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.