არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
მიხეილ ჯანელიძე - მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას
11:16 13-06-2018
მიხეილ ჯანელიძე - მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დევნილების შესახებ საქართველოს ინიცირებული რეზოლუციის მიღების შესახებ განაცხადა.

"მიუხედავად რუსეთის უპრეცენდენტო აქტიურობისა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ მაინც ვახერხებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას იმ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც ახლავს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია დევნილების უფლებების საერთაშორისოდ აღიარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად შესაძლებელი გახდება მათი უფლების აღსრულება",- განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

2017 წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი - ერთით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობა კი ორით გაიზარდა. რეზოლუციას 81-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. 16 მოწინააღმდეგეს შორის კი არიან: ბელარუსი, ბურუნდი, სომხეთი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ სუდანი, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მამუკა ბახტაძე - საქართველო ჩემპიონების სამშობლოა, ხოლო ოლიმპიელები ჩვენი დროის გმირები არიან
საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა დიდი არ არის, ისტორიულად უნიკალური შედეგები აქვს სპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო
 ნილს ნიგაარდი - მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შესანიშნავ სპორტულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი ახალგაზრდა და სპორტული სულისკვეთების მქონე პრემიერი ჰყავს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შესანიშნავ სპორტულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი ახალგაზრდა და სპორტული სულისკვეთების მქონე პრემიერ-მინისტრი
 პარლამენტში პროექტ “სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
გვაქვს ამბიციური გეგმა და ამოცანა, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტს თვისობრივად გაძლიერებული საკანონმდებლო ორგანო გადავაბაროთ, - ამის შესახებ
 საქართველოს პარლამენტის წევრები ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარლამენტის ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, რომელსაც დეპუტატი შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს,
 ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა
ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, სამინისტროდან წავიდა.
 ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 26-28 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
 პარლამენტმა, შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს
პარლამენტმა შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
 ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება
25-27 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სხდომა გაიმართება.
 საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.