არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
კახა კალაძე მარნეულის მერის დაკავებაზე - არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს უმკაცრესად აგებს პასუხს
12:53 13-06-2018
კახა კალაძე მარნეულის მერის დაკავებაზე - არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს უმკაცრესად აგებს პასუხს არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს, ის უმკაცრესად აგებს პასუხს, -ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას მარნეულის მერის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ აღნიშნა, პრივილეგირებული ადამიანები ვერ იქნებიან და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

"მეც მედიით მოვისმინე ეს ამბავი და არ მქონდა საშუალება კარგად გავცნობოდი. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს ის უმკაცრესად აგებს პასუხს. ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის კანონი და პრივილეგირებული ადამიანები არ იქნებიან და ვერ იქნებიან",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დღეს დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

გუშინ, სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეკა ბესელია - ჩვენ პრემიერ-მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია ადამიანური რესურსის შემცირებას არ ნიშნავს
ჩვენ პრემიერ-მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია ადამიანური რესურსის
მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს.
არასამთავრობო სექტორი მთავარი პროკურორის არჩევის წესში ცვლილებებს, იქამდე კი მისი შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს
“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი” მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს. როგორც ფორუმის საქართველოს კოორდინატორმა,
სოფო კილაძე - „ბავშვის კოდექსი“ უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა
„ბავშვის კოდექსი“ უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა
მამუკა ბახტაძის კაბინეტის ფორმირების საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართება
მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს. კონსულტაციები 16:00 საათზეა ჩანიშნული და მის ფარგლებში
დავით ჭიჭინაძე - თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე
თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე,
დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის
დავით ზალკალიანი - ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის,
მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდა და პირადად გადაუხადა მადლობა ფინანსთა მინისტრის
იოჰანეს ჰანი და მარია გაბრიელი მინსკში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი