არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
ნინო ბურჯანაძე – დროა, ივანიშვილს და მის გუნდს ეყოს გამბედაობა და აღიაროს ამ ხელისუფლების დასასრული
16:43 13-06-2018
ნინო ბურჯანაძე – დროა, ივანიშვილს და მის გუნდს ეყოს გამბედაობა და აღიაროს ამ ხელისუფლების დასასრული რა ხდება, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გაიგო, რომ ქვეყანა სიღატაკეში იხრჩობა? აღმოჩნდა, რომ UNICEF-ის კვლევით გაიგო თურმე, თუ როგორ ცხოვრობს მისი ხალხი? ეს ხომ ცინიზმია, საკუთარი მოსახლეობის დაცინვა და აბუჩად აგდება?! მე არ მესმის ამას როგორ პატიობს ჩვენი მოსახლეობა ივანიშვილს და მის მთავრობას, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ნდობის თვალსაზრისით ყველა რესურსი ამოწურა.

„ივანიშვილი უკვე ვეღარავის ვერ მოატყუებს ხალხს და მისი ყველა მცდელობა, ისევ მოისყიდოს, ისევ დაპირდეს, ისევ გამოიყენოს, არ გამოუვა. ხალხს თვალიც აეხილა და მოთმინებაც ამოეწურა,“ – აცხადებს ბურჯანაძე.

პარტიის ლიდერის თქმით, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედია გახდა კატალიზატორი, რომ ხალხს პოლიტიკური მოთხოვნები დაეყენებინა.

„ის რომ ხელისუფლება გაღიმებული სახით გვიმტკიცებს, თითქოს პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, სასაცილოა. როდესაც გენერალური პროკურორი გადადგება, როდესაც ხალხი ითხოვს გადადგეს იუსტიციის მინისტრი და უკან მიჰყვეს სრულიად მთავრობა, როდესაც პრემიერი მივა მიტინგზე და ბოთლებს დაუშენენ, პოლიტიკური კრიზისი სხვა კი არაფერია. ის დროა, ივანიშვილს და მისი გუნდს ეყოს გამბედაობა და აღიაროს ამ ხელისუფლების დასასრული,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ვერ ხედავს იუსტიციის მინისტრის ან სხვა რომელიმე მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების აზრს.
ნინო ბურჯანაძე თქმით, მინისტრების უკან დგას საშიში და მახინჯი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეინარჩუნა და გააძლიერა.

„სამართლის დასამკვიდრებლად, ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად არის მთავარი, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კი საბოლოოდ ჩამოშორდეს პოლიტიკას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვროთ. ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით მალე გამოვა ქვეყანა ჩიხიდან,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე, რომლის კომეტარს „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეკა ბესელია - ჩვენ პრემიერ-მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია ადამიანური რესურსის შემცირებას არ ნიშნავს
ჩვენ პრემიერ-მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია ადამიანური რესურსის
მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს.
არასამთავრობო სექტორი მთავარი პროკურორის არჩევის წესში ცვლილებებს, იქამდე კი მისი შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს
“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი” მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს. როგორც ფორუმის საქართველოს კოორდინატორმა,
სოფო კილაძე - „ბავშვის კოდექსი“ უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა
„ბავშვის კოდექსი“ უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა
მამუკა ბახტაძის კაბინეტის ფორმირების საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართება
მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს. კონსულტაციები 16:00 საათზეა ჩანიშნული და მის ფარგლებში
დავით ჭიჭინაძე - თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე
თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე,
დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის
დავით ზალკალიანი - ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის,
მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდა და პირადად გადაუხადა მადლობა ფინანსთა მინისტრის
იოჰანეს ჰანი და მარია გაბრიელი მინსკში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი