არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
თინათინ ბოკუჩავა - არაფერი შეიცვლება, თუ ივანიშვილი ერთ თანაშემწეს მეორეთი შეცვლის
19:32 13-06-2018
თინათინ ბოკუჩავა - არაფერი შეიცვლება, თუ ივანიშვილი ერთ თანაშემწეს მეორეთი შეცვლის არაფერი შეიცვლება, თუ ივანიშვილი ერთ თანაშემწეს მეორეთი შეცვლის, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას.

„პრემიერი არწმუნებდა საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ყვავ-ყორნები დამტრიალებენ, არსად წამსვლელი არ ვარო. დღევანდელმა გადადგომამ, უფრო სწორად გადაყენებამ, დაარწმუნა საზოგადოება, რომ ის არასდროს არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდა იმიტომ, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული, ახლა უკვე ივანიშვილის მიერ გაშვებული, ისევე როგორც ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ივანიშვილს კვირიკაშვილის დათხოვნა სწორედ საზოგადოების პროტესტის გამო მოუწია.

„არაფერი შეიცვლება თუ ივანიშვილი ერთ თანაშემწეს მეორეთი შეცვლის. მთავარია, რომ ივანიშვილს ჩამოვართვათ ქვეყნის მართვის სადავეები. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას ისევე მშვიდად და ისევე მტკიცედ გააკეთებს, როგორც ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლოაში გააკეთა, როდესაც ივანიშვილს შოთაძის გაშვება, მირზა სუბელიანის დაკავება და ახლა უკვე პრემიერის გადაყენება მოუწია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მამუკა ბახტაძე - საქართველო ჩემპიონების სამშობლოა, ხოლო ოლიმპიელები ჩვენი დროის გმირები არიან
საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა დიდი არ არის, ისტორიულად უნიკალური შედეგები აქვს სპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო
 ნილს ნიგაარდი - მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შესანიშნავ სპორტულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი ახალგაზრდა და სპორტული სულისკვეთების მქონე პრემიერი ჰყავს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შესანიშნავ სპორტულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი ახალგაზრდა და სპორტული სულისკვეთების მქონე პრემიერ-მინისტრი
 პარლამენტში პროექტ “სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
გვაქვს ამბიციური გეგმა და ამოცანა, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტს თვისობრივად გაძლიერებული საკანონმდებლო ორგანო გადავაბაროთ, - ამის შესახებ
 საქართველოს პარლამენტის წევრები ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარლამენტის ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, რომელსაც დეპუტატი შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს,
 ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა
ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, სამინისტროდან წავიდა.
 ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 26-28 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
 პარლამენტმა, შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს
პარლამენტმა შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
 ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება
25-27 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სხდომა გაიმართება.
 საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.