არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
მამუკა მდინარაძე - მომავალ პრემიერთან დაკავშირებით გუნდში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამ საკითხზე მსჯელობა ამ მომენტიდანვე დაიწყება
19:50 13-06-2018
მამუკა მდინარაძე - მომავალ პრემიერთან დაკავშირებით გუნდში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამ საკითხზე მსჯელობა ამ მომენტიდანვე დაიწყება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან პრემიერ-მინისტრის გადადგომას კავშირი არ აქვს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ძირითადი მიზეზი ეკონომიკური საკითხებია.

„მოვლენებთან, რომელიც ტრაგიკული ფაქტის გამოყენებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ აქვს კავშირი. საუბარი იყო ბოლო პერიოდში ეკონომიკურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის რეალურ გზებზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების პოლიტიკა, იყო წარმატებული და საკითხი დგას ასე - მეტი დინამიკა, უფრო სწრაფი განვითარება, რეალურ გამოწვევებზე, რასაც ბოლო დროის კვლევები აჩვენებს, ადეკვატური და სწორი პასუხი.

„სწორი პოლიტიკა იყო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის პერიოდში, მაგრამ ახალი ენერგია არასდროს არის ცუდი. გუნდს ყოველთვის სჭირდება განახლება, ახალი სისხლი და ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ფრაქციის ლიდერი ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენისთვის ერთ კვირიანი ვადა არ დასჭირდება და ეს უფრო ადრე მოხდება. მისივე თქმით, მომავალ პრემიერთან დაკავშირებით გუნდში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამ საკითხზე მსჯელობა „ამ მომენტიდანვე“ დაიწყება.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მამუკა ბახტაძე - საქართველო ჩემპიონების სამშობლოა, ხოლო ოლიმპიელები ჩვენი დროის გმირები არიან
საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა დიდი არ არის, ისტორიულად უნიკალური შედეგები აქვს სპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო
 ნილს ნიგაარდი - მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შესანიშნავ სპორტულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი ახალგაზრდა და სპორტული სულისკვეთების მქონე პრემიერი ჰყავს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთ შესანიშნავ სპორტულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი ახალგაზრდა და სპორტული სულისკვეთების მქონე პრემიერ-მინისტრი
 პარლამენტში პროექტ “სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
გვაქვს ამბიციური გეგმა და ამოცანა, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტს თვისობრივად გაძლიერებული საკანონმდებლო ორგანო გადავაბაროთ, - ამის შესახებ
 საქართველოს პარლამენტის წევრები ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარლამენტის ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, რომელსაც დეპუტატი შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს,
 ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა
ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, სამინისტროდან წავიდა.
 ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 26-28 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
 პარლამენტმა, შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს
პარლამენტმა შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ
 ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება
25-27 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სხდომა გაიმართება.
 საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერეში გორისა-ჯალაურთას გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.