არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
კახა კალაძე - გუშინ პარტიის თავმჯდომარემ მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა - ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან
20:53 13-06-2018
კახა კალაძე - გუშინ პარტიის თავმჯდომარემ მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა - ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან რაც შეეხება პრემიერის გადადგომას, ვიტყოდი, რომ ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, უფრო ეფექტურები ვიყოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის კომენტირებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარემ ის შენიშვნები გამოთქვა, რომელიც მას ჰქონდა და მათ შორის იყო გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია საპარლამენტო გუნდთან.

“გუშინ გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ ვითარებაზე, არსებულ სიტუაციაზე. გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობდა უმრავლესობა, მთავრობის წარმომადგენლები, პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა დღეს ქვეყანაში, ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა და კოორდინაცია, განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან. რაც შეეხება გიორგის მოღვაწეობას, ამ წლების განმავლობაში იყო წარმატებები, თუმცა იყო სერიოზული გამოწვევებიც. რაც შეეხება გადადგომის გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, რომ ახალი სისხლი კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, ხვალ უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება, სადაც მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეკა ბესელია - ჩვენ პრემიერ-მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია ადამიანური რესურსის შემცირებას არ ნიშნავს
ჩვენ პრემიერ-მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია ადამიანური რესურსის
მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს.
არასამთავრობო სექტორი მთავარი პროკურორის არჩევის წესში ცვლილებებს, იქამდე კი მისი შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს
“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი” მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს. როგორც ფორუმის საქართველოს კოორდინატორმა,
სოფო კილაძე - „ბავშვის კოდექსი“ უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა
„ბავშვის კოდექსი“ უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა
მამუკა ბახტაძის კაბინეტის ფორმირების საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართება
მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს. კონსულტაციები 16:00 საათზეა ჩანიშნული და მის ფარგლებში
დავით ჭიჭინაძე - თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე
თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე,
დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის
დავით ზალკალიანი - ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის,
მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდა და პირადად გადაუხადა მადლობა ფინანსთა მინისტრის
იოჰანეს ჰანი და მარია გაბრიელი მინსკში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი