არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
დავით ჭიჭინაძე - თუ ეს შემწყნარებლური პოლიტიკა გაგრძელდა, მაშინ პარლამენტი უნდა დაიშალოს
22:08 13-06-2018
დავით ჭიჭინაძე - თუ ეს შემწყნარებლური პოლიტიკა გაგრძელდა, მაშინ პარლამენტი უნდა დაიშალოს თუ ეს შემწყნარებლური პოლიტიკა გაგრძელდა, მაშინ მე ვთვლი, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

“თუ იგივე გაგრძელდა, რაც დღეს არსებობს, ეს შემწყნარებლური პოლიტიკა, მაშინ მე ვთვლი, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს. რადგან ამ დაპირებებმა და ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ხალხში გაჩნდა უსამართლობის გრძნობა, რომ მათ ვერ აღადგინეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ 2012 წელს. ხალხმა დაიწყო უფრო მეტი ინტენსივობით გაღატაკება და ბანკებმა დაიწყეს გამდიდრება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რამდენად ადასტურებს დეპუტატი ჭიჭინაძე ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, რომ ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი მას ჯერ არ უნახავს. “ქუცნაშვილს დიდი გამოცდილება აქვს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის. მე სულ სამჯერ ვნახე, ყრილობის წინ, ყრილობაზე და გუშინ. ამ ადამიანის სტილი ყოველთვის იყო ასეთი და მეც ასეთი სტილი მაქვს, მშვიდად არ შემიძლია რაღაცაზე ვიკამათო. მეც რაღაცაზე ვფიცხდები. ზოგს ასეთი ხასიათი აქვს, ზოგს ისეთი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა ბახტაძის კაბინეტის ფორმირების საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართება
მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს. კონსულტაციები 16:00 საათზეა ჩანიშნული და მის ფარგლებში
დავით ჭიჭინაძე - თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე
თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე,
დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის
დავით ზალკალიანი - ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის,
მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდა და პირადად გადაუხადა მადლობა ფინანსთა მინისტრის
იოჰანეს ჰანი და მარია გაბრიელი მინსკში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ხვალ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს მოუსმენს
ხვალ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც დაღუპული
ანრი ოხანაშვილი - სტრუქტურული ცვლილებები დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა გამოიწვიოს
როგორი სტრუქტურული ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, ეს დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა.
გიგი წერეთელმა ეუთო-ს ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის