არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვიცით მამუკა ბახტაძის პრინციპიები, მისი ღირებულებები, ვიცით მისი გუნდურობის შესახებ და ამ პრინციპებით იმოქმედებს ის
18:53 14-06-2018
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვიცით მამუკა ბახტაძის პრინციპიები, მისი ღირებულებები, ვიცით მისი გუნდურობის შესახებ და ამ პრინციპებით იმოქმედებს ის ჩვენ ვიცით მამუკა ბახტაძის პრინციპიები, მისი ღირებულებები, ვიცით მისი გუნდურობის შესახებ და ამ პრინციპებით იმოქმედებს ის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს იმ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, მამუკა ბახტაძემ 2012 წლის აგვისტოში 20 ათასი ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა.

კობახიძის თქმით, იგი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, ყველა კითხვას პასუხს ბახტაძე გასცემს. „ვერ გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არა მაქვს. ყველა კითხვას ბატონი მამუკა გასცემს პასუხს. ჩვენთვის მთავარია ერთი რამ, ვიცით მამუკა ბახტაძის პრინციპიები, მისი ღირებულებები, ჩვენ ვიცით მისი გუნდურობის შესახებ და ამ პრინციპებით იმოქმედებს მამუკა ბახტაძე, ამაში ვართ დარწმუნებული და აქედან გამომდინარეობდა ჩვენი გადაწყვეტილება მისი დასახელების თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრობის რამდენიმეთვიან პერიოდში შეძლო ისეთი ინიციატივების წარდგენა, რომელმაც გამოიწვია სერიოზული პოზიტიური ძვრები ეკონომიკურ განვითარებაში.

„მას აქვს ასეთი ინიციატივები, აქვს ასეთი გამოცდილება და დარწმუნებული ვართ, კიდევ ერთხელ, როდესაც წარდგება პარლამენტის წინაშე, ის წარმოადგენს ახალ ინიციატივებს, რომელთა მიზანი იქნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რომლის მიზანი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა და განვითარება“, - აღნიშნა კობახიძემ.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეკა ბესელია - ჩვენ პრემიერ-მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია ადამიანური რესურსის შემცირებას არ ნიშნავს
ჩვენ პრემიერ-მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია ადამიანური რესურსის
მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს.
არასამთავრობო სექტორი მთავარი პროკურორის არჩევის წესში ცვლილებებს, იქამდე კი მისი შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს
“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი” მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს. როგორც ფორუმის საქართველოს კოორდინატორმა,
სოფო კილაძე - „ბავშვის კოდექსი“ უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა
„ბავშვის კოდექსი“ უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა
მამუკა ბახტაძის კაბინეტის ფორმირების საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართება
მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს. კონსულტაციები 16:00 საათზეა ჩანიშნული და მის ფარგლებში
დავით ჭიჭინაძე - თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე
თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე,
დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის
დავით ზალკალიანი - ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის,
მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდა და პირადად გადაუხადა მადლობა ფინანსთა მინისტრის
იოჰანეს ჰანი და მარია გაბრიელი მინსკში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი