არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
ირაკლი სესიაშვილი - საქართველო ნატოს წევრი ძალიან მალე უნდა გახდეს და ამისთვის სრული საფუძველი არსებობს
18:56 14-06-2018
ირაკლი სესიაშვილი - საქართველო ნატოს წევრი ძალიან მალე უნდა გახდეს და ამისთვის სრული საფუძველი არსებობს ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ სესიაზე - „რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა - პარტნიორობის და თანამშრომლობის გაძლიერება“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეში დაგეგმა და გამოიყენა ყველა კონფლიქტის კერა იმისთვის, რომ თავისი ინტერესების რეალიზება მოეხდინა. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, დღეისათვის რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20% და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილი, ასევე რიგ რეგიონებში კონფლიქტური კერები მძვინვარებს. შესაბამისად, რუსეთის აგრესიული ქმედებები გლობალურ ჭრილში უნდა შეფასდეს და სათანადო სახელი დაერქვას - რუსეთი არის აგრესიული, ერთგვარად მოქნილი და სწრაფი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ერთიანი ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საქართველოს ჩართულობასა და მის კონტრიბუციას გასვა ხაზი. მისივე შეფასებით, აუცილებელია რომ ევროკავშირი და ნატო უფრო ქმედით მოქმედებებზე გადავიდეს და მომლოდინე პოზიცია აქტიური ნაბიჯებით შეიცვალოს, რაც რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას განაპირობებს.

„საქართველო ძალიან მალე უნდა გახდეს ნატოს წევრი და ამისთვის კარგი საფუძვლები არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყანა წევრობისთვის უფრო მეტად არის მზად ვიდრე ოდესმე ყოფილა. 2008 წლის შემდეგ 10 წელი გავიდა და დღეს გაცილებით ძლიერები, დემოკრატიულები და ეკონომიკურად მდგრადები ვართ იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრობის ამბიცია გაგვაჩნდეს. ნატოს წევრობა კი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სწრაფი განვითარების პერსპექტივებს გააჩენს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა ბახტაძის კაბინეტის ფორმირების საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართება
მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს. კონსულტაციები 16:00 საათზეა ჩანიშნული და მის ფარგლებში
დავით ჭიჭინაძე - თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე
თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე,
დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის
დავით ზალკალიანი - ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის,
მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდა და პირადად გადაუხადა მადლობა ფინანსთა მინისტრის
იოჰანეს ჰანი და მარია გაბრიელი მინსკში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ხვალ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს მოუსმენს
ხვალ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც დაღუპული
ანრი ოხანაშვილი - სტრუქტურული ცვლილებები დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა გამოიწვიოს
როგორი სტრუქტურული ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, ეს დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა.
გიგი წერეთელმა ეუთო-ს ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის