არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4573
EUR
1 EUR
2.8414
RUB
100 RUB
3.8647
21-06-2018
კახა კალაძე - მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართება კონსულტაციები
19:09 14-06-2018
 კახა კალაძე - მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართება კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართება კონსულტაციები გუნდში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძემ მამუკა ბახტაძის კანდიდატურის განხილვის პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდში მისი კანდიდატურა ერთხმად იქნა მიღებული.

„დღეს იყო შეხვედრა უმრავლესობასთან, მანამდე იყო პოლიტსაბჭოს შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. ყველას მხრიდან იყო თანხმობა. ამის შემდეგ უმრავლესობაში მოხდა მსჯელობა და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მამუკა ბახტაძე იყოს წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად.

რაც შეეხება იმ მიმართულებებს რაზეც მამუკამ თავადვე ისაუბრა, ეს არის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ასევე ის რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელდეს. მგონია, რომ ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. ამით ჩვენ შევძლებთ, რომ დავძლიოთ ის პრობლემები, რომელიც დღეს აქტუალურია ქვეყანაში.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ამასთან დაკავშირებით მამუკას ხელმძღვანელობით გაიმართება კონსულტაციები გუნდში და თუ ვინ იქნება წარდგენილი მინისტრების თანამდებობაზე, ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში“, -განაცხადა კახა კალაძემ.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა ბახტაძის კაბინეტის ფორმირების საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართება
მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს. კონსულტაციები 16:00 საათზეა ჩანიშნული და მის ფარგლებში
დავით ჭიჭინაძე - თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე
თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე,
დავით ზალკალიანი - ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ წნელისზე პრეტენზიის გაცხადება ყველანაირი ნორმის დარღვევაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის
დავით ზალკალიანი - ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ამერიკასთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის,
მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდა და პირადად გადაუხადა მადლობა ფინანსთა მინისტრის
იოჰანეს ჰანი და მარია გაბრიელი მინსკში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ხვალ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს მოუსმენს
ხვალ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც დაღუპული
ანრი ოხანაშვილი - სტრუქტურული ცვლილებები დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა გამოიწვიოს
როგორი სტრუქტურული ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, ეს დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა.
გიგი წერეთელმა ეუთო-ს ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის